ალექსანდრე ვარძელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ვარძელაშვილი
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1940 (1940-03-10) (84 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ალექსანდრე ვარძელაშვილი (დ. 10 მარტი, 1940) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1973 წლიდან იყო გორის ხელსაწყოთმშენებელი ქარხნის უფროსი ინჟინერი, საიარაღო საამქროს უფროსი, ტექნიკური ბიუროს, ტექნიკური განყოფილების უფროსი, შრომისა და ხელფასის განყოფილების უფროსის მოადგილე, მთავარი ტექნოლოგის მოადგილე. 1983-1986 წლებში სასწავლო-საწარმოო გაერთიანება „იორის“ გორის ფილიალის მთავარი ინჟინერი, საწარმოო გაერთიანება „დილას“ საიარაღო წარმოების უფროსის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]