ხალხთა მეგობრობის ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუარის ლენტა

ხალხთა მეგობრობის ორდენი (რუს. Орден «Дружбы народов») სსრკ-ის შექმნის 50-ე წლისთავთან დაკავშირებით სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1972 წლის 17 დეკემბერს დაწესებული ორდენი. ამ ორდენით აჯილდოებენ სსრკ-ის მოქალაქეებს, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკებს, მხარეებს, ოლქებს, ავტონომიურ ოკრუგებს, სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებს სოციალიატური ერებისა და ხალხების მეგობრობისა და ძმური თანამშრომლობის განმტკიცებაში უდიდესი დამსახურებისათვის, სსრკ-ის და მოკავშირე რესპუბლიკის ეკონომიკის, სოციალური-პოლიტიკის და კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ორდენის ნიშანი დამზადებულია ვერცხლისაგან. შუაში გამოსახულია სახელმწიფო გერბი წარწერით „ხალხთა მეგობრობა“ (რუსულ ენაზე). ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს შრომის წითელი დროშის ორდენის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 420, თბ., 1987