ვახტანგ გორგასლის ორდენი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ვახტანგ გორგასლის ორდენი | ||
|---|---|---|
I ხარისხი |
||
II ხარისხი |
||
III ხარისხი |
||
| ქვეყანა | ||
| ტიპი | ორდენი | |
| სტატუსი | გაიცემა | |
| სტატისტიკა | ||
| დაწესების თარიღი | 24 დეკემბერი, 1992 | |
| რიგითობა | ||
| მაღალი ჯილდო | ოქროს საწმისის ორდენი | |
| დაბალი ჯილდო | ღირსების ორდენი | |
ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება ასეთი თანამიმდევრობით:
- III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.
- II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.
- I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.
[რედაქტირება] წყარო
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის კანონი. თბილისი, 1992 წლის 24 დეკემბერი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების — ორდენებისა და მედლების დებულება.
სტატიის