ფოტი ჩიტლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოტი ჩიტლოვი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1952 (1952-04-17) (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სარატოვის იურიდიული ინსტიტუტი

ფოტი ჩიტლოვი (დ. 17 აპრილი, 1952) — ქართველი პოლიტიკოსი.

დაამთავრა სარატოვის იურიდიული ინსტიტუტი. 1969-1971 წლებში იყო საქართველოს სოფლის სამინისტროს მოძრავ-მექანიზებული კოლონის, ქ. სარატოვის სავაჭრო ცენტრის მუშა, 1975-1976 წლებში იყო ბოლნისის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი, გამომძიებელი, 1976-1980 წლებში იყო ბოლნისის რაიონის პროკურორის თანაშემწე, თბილისის ისნის რაიონის პროკურორის თანაშემწე, 1985-1986 წლებში იყო წალკის რაიონის პროკურორი, 1986-1988 წლებში იყო წალკის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, 1988 წლიდან იყო საქართველოს კპ წალკის რაიკომის პირველი მდივანი, რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]