ალ-აინი
| ქალაქი
ალ-აინი
العين
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1343 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ალ-აინი (არაბ. العين) მისი სიმწვანის გამო ასევე ცნობილი როგორც ქალაქი-ბაღი — მეოთხე უდიდესი ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და სიდიდით მეორე აბუ-დაბის საამიროში. 2009 წლის მონაცემემებით მისი მოსახლეობა 374 000 ადამიანს შეადგენს. მდებარეობს დედაქალაქ აბუ-დაბიდან 160 კმ-ით აღმოსავლეთით და დუბაიდან 120 კმ-ით სამხრეთით. ალ-აინში დაიბადა საიდ იბნ სულტან ალ-ნაჰაიანი — არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი პრეზიდენტი.
ალ-აინი გაშენებულია ომანთან საზღვრის სიახლოვეს, ბურაიმის ოაზისში. იგი ქვეყნის ერთადერთი მსხვილი ქალაქია, რომელიც ზღვის სანაპიროსგან მოშორებით მდებარეობს. აბუ-დაბის, ალ-აინისა და დუბაის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ქვეყნის ცენტრში ქმნიან გეოგრაფიულ სამკუთხედს; თითოეული ეს ქალაქი მეორეს დაახლოებით 130 კმ-იანი გზით უკავშირდება.
ქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი.
ალ-აინის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ზოოპარკი, რომელიც უდიდესია მთელს ქვეყანაში, გასართობი პარკი „Hili Fun City“, ისტორიული მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები, მრავალი პარკი, ბაღი და რეკრეაციული ზონა, მათ შორის ჯებელ-ჰაფიტის მთა, რომელზეც 1 კმ სიმაღლეზე მიემართება დაკლაკნილი საავტომობილო გზა (სერპატინი). მთის ძირშიც გამოედინება მინერალური წყაროები.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- იუნესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
- Al Ain Expat
- Al Ain Municipality
- Al Ain: Oasis in the Desert (Photographic essay from Al Ain Women's College)
- Al Ain Bank - rakbankdirect.ae
|
|||||