ეფრემი (გამრეკელიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფრემი
ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი

მეუფე ეფრემი
პროვინცია ქვემო ქართლი
ეპარქია ბოლნისის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 2006
პირადი მონაცემები
საერო სახელი ელგუჯა მურმანის ძე გამრეკელიძე
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1975 (1975-10-24) (48 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მთავარეპისკოპოსი ეფრემი (ერისკაცობაში — ელგუჯა მურმანის ძე გამრეკელიძე; დ. 24 ოქტომბერი 1975, ბათუმი) — 2006 წლის 31 დეკემბრიდან ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს დაამთავრა ბათუმის მე-2 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, სადაც 1996 წლამდე სწავლობდა. 1994 წლიდან ბათუმის საკათედრო ტაძრის მნათე და მედავითნე იყო. 1996 წლის 8 აპრილს აღიკვეცა ბერად და იმავე წლის 6 მაისს, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა, ხელი დაასხა ბერდიაკვნად, ხოლო ნოემბრიდან მსახურობა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში განაგრძო. 1997 წლის 7 აპრილს ეკურთხა მღვდლად, რის შემდეგაც მსახურობა იტრიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში განაგრძო. 1998 წლიდან ქარელის ხარების ტაძრის ღვთისმსახური იყო 2004 წლამდე. 2000 წლის 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ლოცვა-კურთხევით მიენიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება. 2001 წლიდან იყო ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის რექტორი 2004 წლამდე, 2004-2006 წლებში ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. 2006 წლის 10 ნოემბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. 2006 წლის 23 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით გამოირჩიეს ბოლნელ მღვდელმთავრად და 31 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. 2012 წლის 6 სექტემბერს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.[1]

კათედრა და რეზიდენცია ბოლნისსა და დმანისში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]