ეთიოპია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: ba:Эфиопия
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
|დროშა = Flag of Ethiopia.svg
|დროშა = Flag of Ethiopia.svg
|გერბი =Coat of arms of Ethiopia.svg
|გერბი =Coat of arms of Ethiopia.svg
|რუკა = Ethiopia (Africa orthographic projection).svg
|რუკა = Ethiopia in its region.svg
|ჰიმნი = Wodefit Gesgeshi, Widd Innat Ityopp'ya
|ჰიმნი = Wodefit Gesgeshi, Widd Innat Ityopp'ya
|დევიზი =
|დევიზი =

12:53, 21 აპრილი 2012-ის ვერსია

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
የኢትዮጵያ ፌዴራላዊ ዲሞክራሲያዊ ሪፐብሊክ
ye-Ītyōṗṗyā Fēdēralāwī Dīmōkrāsīyāwī Rīpeblīk
ეთიოპია
ეთიოპიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Wodefit Gesgeshi, Widd Innat Ityopp'ya
ეთიოპიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ადის-აბება
9°01′ ჩ. გ. 38°44′ ა. გ. / 9.017° ჩ. გ. 38.733° ა. გ. / 9.017; 38.733
ოფიციალური ენა ამჰარული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი გირმა უოლდ-გიორგის ლუჩა
 -  პრ.-მინისტრი მელეს ზენაუი
ფართობი
 -  სულ 1,104,300 კმ2 (27-ე)
 -  წყალი (%) 0.7
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 85,237,338 [1] (მე-14)
 -  2007 აღწერა 73,918,505 
 -  სიმჭიდროვე 79 ად კაცი/კმ2 (123-ე)
მშპ (მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ $85.119 მილიარდი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $1,003 
აგი (2007) 0.414 (დაბალი) (171)
ვალუტა ბირი (ETB)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი ETH
Internet TLD .et
სატელეფონო კოდი 251

ეთიოპია (ეთიოპიურად:ኢትዮጵያ) - ხმელეთით შემოსაზღვრული სახელმწიფო აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ეთიოპიის ფედერალურ-დემოკრატიული რესპუბლიკა. 85,2 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით, ეთიოპიააფრიკაში მეორე სახელმწიფო ამ მაჩვენებლით,[3] ხოლო ფართობით (1,104,300 კმ²) მეათე. დედაქალაქია ადის-აბება. მას ესაზღვრებიან ერითრეა ჩრდილოეთიდან, სუდანი დასავლეთიდან, ჯიბუტი და სომალი აღმოსავლეთიდან და კენია სამხრეთიდან.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Ityopiya, Yeityop'iya Federalawi Demokrasiyawi Ripeblik.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ლათინური „Aethiopia“-დან (სიტყვის ძირები ბერძნულია: aithein „გარუჯვა“ და ops „სახე“) და ნიშნავს „შავების, გარუჯულების ქვეყანას“. იგივე აბისინია, ძველქართულად “აბაშეთი”. ამ სახელს არაბული წარმოშობა აქვს: „ჰაბაშ“ ნიშნავს „შერეულს“, რაც ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ სიჭრელეზე მიანიშნებს.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: სუდანი, ერიტრეა, ჯიბუტი, სომალი, კენია. ფართობი: 1,104,300 კმ².











რელიეფი

ეთიოპია ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია აფრიკის კონტინენტზე. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ეთიოპიის მთიანეთს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთ ეთიოპიამდე. მთიანეთის ყველაზე მაღალი ნაწილი არის ჩრდილოეთი. აქ განთავსებულია ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილები რას-დაშანი(4620 მ) და ტალო(4413 მ). აღმოსავლეთით, აფარის რეგიონში მდებარეობს ყველაზე დაბალი წერტილი აფრიკაში. აგრეთვე ეთიოპიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ვაკეებს, მათგან ყველაზე დიდი ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარეობს.

კლიმატი

ეთიოპიის მთელი ტერიტორია მდებარეობს სუბეკვატორულ და ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში.მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთში, ხსნის რბილ და ტენიან კლიმატს ეთიოპიაში. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში არის საშუალოდ +25° C +30° C და მოდის ნალექების საკმარისი რაოდენობა. სრულიად პირიქითაა აღმოსავლეთ ნაწილში იქ სიცხე და მშრალი უდაბნოს კლიმატია.

წყლის რესურსები

ფაილი:Ethiopian nile falls.jpg


მდინარეების დიდი ნაწილი ეთიოპიის დასავლეთით ეკუთვნის ნილოსის აუზს. ყველაზე დიდი აქდან არის აბბაი იგივე ცისფერი ნილოსი. აქვეა ყველაზე დიდი ტბა ეთიოპიაში ტანა.აღმოსავლეთში ნაკლებად წყალუხვი მდინარეებია, რაც დაკავშირებულია მშრალ კლიმატთან. უდიდესი მდინარეა ჯუბა.




ფლორა და ფაუნა

სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში მდებარეობს ყველაზე დიდი ეკვატორული ტყეების მასივი, ფლორა და ფაუნის უდიდესი მრავალფეროვნებით. XVIII საუკუნეში ქვეყნის დაახლოებით ნახევარი ტერიტორია ეჭირა ტყეებს, მაგრამ მოსახლეობის ზრდისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად ტყის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ტყის ფართობის შემცირებასთან ერთად შემცირდა ცხოველებიც. ეთიოპიაში დღესდღეისობით შეგიძლიათ ნახოთ სპილოები,ავაზა,ლომი, მელა, ნიანგები, ჟირაფები, ბეჰემოთი და მაიმუნები. ეთიოპიის ჩრდილოეთ რეგიონი დასახლებული იშვიათი ცხოველებით - ანტილოპა ნიალა და ეთიოპიური თხა.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი გირმა უოლდ-გიორგის ლუჩა (2001).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (108+548 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: 9 ეთნიკური რეგიონი (kilil - აფარები, ამჰარელები, გამბელები, ჰარარები, ორომელები, სომალელები, ტიგრაები და სხვა) და 2 თვითმმართველობის ადმინისტრაცია (asterdader).

დემოგრაფია

რელიგია

1994 წლის აღწერის მიხედვით ეთიოპიის მთელი მოსახლეობის 61.6% ქრისტიანია(51% ეთიოპური მართლმადიდებელი, 10% დანარჩენი ქრისტიანობა)

ეკონომიკა

ისტორია

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ეთიოპიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა აქსუმის სამეფო, რომელმაც იარსება VII საუკუნემდე. ეთიოპიაში ქრისტიანობა გავრცელებას იწყებს IV საუკუნიდან და 330წლიდან ქრისტიანული სახელმწიფოა. აქსუმის სამეფოს დაშლის შემდეგ ეთიოპიის ტერიტორიაზე წარმოიშვა მთელი რიგი სამთავროები - მუსლიმანური, ქრისტიანული, ებრაული, წარმართული.

XII საუკუნეში ქრისტიანული სამთავროები გაერთიანდნენ.იმპერატორმა ამდე-ციონმა(1314—1344)დაიქვემდებარა ეთიოპიის მთიანეთის ქრისტიანული, მუსლიმური, ებრაული და წარმართული სამთავროები და შექმნა ძლიერი სახელმწიფო.

XIX საუკუნეში წვრილმა ფეოდალმა კასამ დაიწყო ბრძოლა ეთიოპიის ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის,1855 წელს კასამ თავი გამოაცხადა იმპერატორად, სახელწოდებით თეოდროს II.

1930 წელს იმპერატორი გახდა ტეფერი მაკონენი სახელით ჰაილე სელასიე I(1930—1974). მან შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931-1975).

1935 წელს ფაშისტური იტალია შეიჭრა ეთიოპიაში,იტალიის მიერ ეთიოპიის ოკუპაცია გაგრძელდა 1941 წლის შემოდგომამდე.

1975 წელს დაიწყო მონარქიის დემონტაჟის პროცესი, ცნობილი როგორც "მხოხავი გადატრიალება". და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ "დერგები(მარქსისტები)", დერგის ლიდერი ამ დროისათვის გახდა მენგისთუ ჰაილე მარიამი.1975—1991 წლებში სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინეს მენგისთუ რეჟიმს.

სსრკ-ში კრიზისის დროს მენგისთუს ხელისუფლება ჩამოგდებული იქნა 1991 წლის მაისში.სათავეში მოვიდნენ მეამბოხე ლიდერების ჯგუფი.იმ დროიდან ქვეყანას მართავს ამ ჯგუფის წევრი მელეს ზენავი, თავდაპირველად როგორც პრეზიდენტი, მაგრამ საპარლამენტო რეპუბლიკის შემოღების შემდეგ როგორც პრემიერ მინისტრი. 1993 წელს ეთიოპიას გამოეყო ერიტრეა. ყოფილ მოკავშირეებს შორის ეთიოპია-ერიტრეას კონფლიქტი მოხდა 1998-2000 წლებში.

მემკვიდრეობა

სქოლიო

  1. The World Factbook. CIA - The World Factbook
  2. ეთიოპია. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2010-04-21.
  3. ეთიოპია, მოსახლეობის რაოდენობით აფრიკის მეორე სახელმწიფო. Nctimes.com (2007-05-30). ციტირების თარიღი: 2010-06-02.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA