Relics (პინკ ფლოიდის ალბომი)
Relics | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
კომპილაციური ალბომი - პინკ ფლოიდი | ||||||||||
გამოცემის თარიღი |
14 მაისი, 1971 (ბრიტანეთი)[1] 15 ივლისი 1971 (აშშ) | |||||||||
ჩაიწერა | 1967–1971 | |||||||||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, სპეის როკი, პროგრესული როკი, ექსპერიმენტული როკი, ავანგარდული მუსიკა | |||||||||
ხანგრძლივობა | 49:38 | |||||||||
ლეიბლი | Starline | |||||||||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი, ნორმან სმითი, ჯო ბოიდი | |||||||||
პინკ ფლოიდი – ქრონოლოგია | ||||||||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Blender | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Yahoo! Music | (კეთილგანწყობილი)[4] |
BBC | დადებითი[5] |
Relics (ქართ. რელიკვიები), ქვესათაურით A Bizarre Collection of Antiques & Curios — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1971 წლის კომპილაციური ალბომი. იგი გამოირჩევა იმით, რომ გარდა მოგვიანებით სხვადასხვა კრებულებში შეტანილი სიმღერების გარდა, შეიცავს როჯერ უოტერსის იშვიათ სიმღერას „Biding My Time“. ალბომის გარეკანზე გამოსახულია ნიკ მეისონის მიერ დახატული ნივთების კომპოზიცია. მოგვიანებით, CD-ის გარეკანის დიზაინისთვის ნიკ მეისონმა იგივე კომპოზიცია გადაიტანა მსგავსი, რეალისტური კონსტრუქციის სახით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალბომი თავის დროზე იშვიათ გამოცემად იქცა, რადგან ჯგუფის ნებართვის გარეშე გამოიცა და მალევე ამოიღეს გაყიდვიდან.
დისკის The Early Singles გამოცემამდე (1992), Relics ცნობილი იყო იმით, რომ შეიცავდა პინკ ფლოიდის პირველ სინგლებს, „Arnold Layne“ და „See Emily Play“. დისკში ასევე შეტანილია როჯერ უოტერსის „Biding My Time“, რომელიც სრულდებოდა 1969 წლის კონცერტებზე. მას კონცერტებიდან მსმენელი იცნობდა, როგორც Work/Afternoon.
დისკმა ბრიტანულ რეიტინგში #34 ადგილს მიაღწია, ხოლო ამერიკულში - #153 ადგილს. მეორე ბრიტანული გამოცემა #48 ადგილზე გავიდა.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მხარე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „Arnold Layne“ (სინგლის A-მხარე, 11 მარტი 1967) | სიდ ბარეტი | 2:56 |
2. | „Interstellar Overdrive“ (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn 1967) | ბარეტი/როჯერ უოტერსი/რიჩარდ რაიტი/ნიკ მეისონი | 9:43 |
3. | „See Emily Play“ (სინგლის A-მხარე, 17 ივნისი 1967) | ბარეტი | 2:53 |
4. | „Remember a Day“ (ალბომიდან A Saucerful of Secrets 1968) | რაიტი | 4:29 |
5. | „Paint Box“ (სინგლის „Apples and Oranges“ B-მხარე, 18 ნოემბერი 1967) | რაიტი | 3:33 |
მხარე 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
6. | „Julia Dream“ (სინგლის „It Would Be So Nice“ B-მხარე, 13 აპრილი, 1968) | უოტერსი | 2:37 |
7. | „Careful with That Axe, Eugene“ (სინგლის „Point Me at the Sky“ B-მხარე, 7 დეკემბერი 1968) | დეივიდ გილმორი/უოტერსი/რაიტი/მეისონი | 5:45 |
8. | „Cirrus Minor“ (ალბომიდან Soundtrack from the Film More 1969) | უოტერსი | 5:18 |
9. | „The Nile Song“ (ალბომიდან Soundtrack from the Film More 1969) | უოტერსი | 3:25 |
10. | „Biding My Time“ (მანამდე გამოუცემელი, 1971) | უოტერსი | 5:18 |
11. | „Bike“ (ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn 1967) | ბარეტი | 3:21 |
Capitol-ის აუდიოკასეტის გამოცემაში (4N-16234) სიმღერების თანმიმდევრობა განსხვავდება.
ყდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალბომის გარეკანის ავტორია ნიკ მეისონი. მისივე აღიარებით, ეს მისი ერთადერთი ნორმალური ნამუშევარია.
როდესაც ალბომი გამოვიდა კომპაქტ დისკის სახით, დიზაინერ სტორმ თორგერსონის ჩანაფიქრით, ნიკ მეისონმა შექმნა გარეკანის ახალი ვერსია, რომელზეც ორიგინალზე გამოსახული ყველა ობიექტი გადატანილია რეალური სახით - ანუ დამზადებულია რეალური საგნებისგან.
დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აშშ გამოცემაზე გამოსახული ოთხთვალიანი ნიღაბი სინამდვილეში არის ბოთლის გასახსნელი
- როგორც ცნობილია, სიმღერაში Remember a Day უკრავს როგორც სიდ ბარეტი, ასევე დეივიდ გილმორიც
- აუდიოკასეტაზე სიმღერა სხვა თანმიმდევრობით არის ჩაწერილი
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სიდ ბარეტი – გიტარა, ვოკალი
- როჯერ უოტერსი – ბას გიტარა, გიტარა, ვოკალი
- დეივიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი – ვოკალი, ორგანი
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- ნორმან სმითი – დასარტყმელი საკრავები და დამატებითი ვოკალი (Remember a Day)
- ჯეიმზ გათრი – რემასტერინგი
- დაგ საქსი - მასტერინგი
ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Povey, Glenn (2006). "The Sound of Music in My Ears 1970–1971", Echoes : The Complete History of Pink Floyd, New, Mind Head Publishing, გვ. 142. ISBN 978-0-9554624-0-5. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2012.
- ↑ Allmusic-ის მიმოხილვა
- ↑ Blender-ის მიმოხილვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-14. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
- ↑ Yahoo! Music-ის მიმოხილვა
- ↑ http://www.bbc.co.uk/music/reviews/fmjw/
- ↑ კენტი, დეივიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992, Illustrated, St. Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 233. ISBN 0-646-11917-6.
- ↑ "RPM-ის საუკეთესო ალბომები: გამოცემა 7519." RPM. კანადის ბიბლიოთეკა და არქივები. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2016.
- ↑ "Pink Floyd ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის 200 - Pink Floyd. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 10 ივნისი 2016.
- ↑ British album certifications – Pink Floyd. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. ციტირების თარიღი: 10 ივნისი 2016. შეიყვანეთ Pink Floyd ველში Search. შეიყვანეთ Artist ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- პინკ ფლოიდის კომპილაციური ალბომები
- 1971 წლის კომპილაციური ალბომები
- EMI Records-ის კომპილაციური ალბომები
- Capitol Records-ის კომპილაციური ალბომები
- Harvest Records-ის კომპილაციური ალბომები
- ები-როუდის სტუდიებში ჩაწერილი ალბომები
- ალბომები ნორმან სმითის პროდიუსერობით
- ალბომები დეივიდ გილმორის პროდიუსერობით
- ალბომები ჯო ბოიდის პროდიუსერობით
- B-მხარეების კომპილაციური ალბომები
- ალბომები Hipgnosis-ის გარეკანის დიზაინით