შოთა რუსთაველის სახელობის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შოთა რუსთაველის პრემია)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (ყოფ. შოთა რუსთაველის სახელობის რესპუბლიკური პრემია) — საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც დააარსა საქართველოს მინისტრთა საბჭომ 1965 წელს. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება: ა) ხელოვნების დარგში — ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;

ბ) მეცნიერების დარგში — მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.

პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. ავტორთა კოლექტივისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 

ლაურეატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ლაურეატები
1965 კონსტანტინე გამსახურდია, ლადო გუდიაშვილი
1966 ირაკლი აბაშიძე, ელგუჯა ამაშუკელი
1967
1968
1969 ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ანდრია ბალანჩივაძე
1970
1971 ელენე ახვლედიანი, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, ალექსი მაჭავარიანი, გურამ პატარაია, არჩილ სულაკაური, ილიკო სუხიშვილი
1972
1973 ვლადიმერ გრიგოლია, მურმან ლებანიძე, მაყვალა მრევლიშვილი, ნინო რამიშვილი
1974 აკაკი ვასაძე
1975 მერაბ ბერძენიშვილი, მირზა გელოვანი, ნოდარ დუმბაძე, ნიკოლოზ ზაბოლოცკი, ნიკო კეცხოველი, რევაზ ლაღიძე, შოთა ნიშნიანიძე
1976 გურამ საღარაძე, გოგი ხარაბაძე, სერგო ქობულაძე
1977 რევაზ ინანიშვილი, ჯანსუღ კახიძე, კორნელი სანაძე
1978 სულხან ნასიძე
1979 თენგიზ აბულაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ლომერ ახვლედიანი, იზა გიგოშვილი, ირაკლი ონოფრიშვილი, სოსო ჩხაიძე, ფრიდონ ხალვაში
1980
1981 მერი დავითაშვილი, რევაზ თაბუკაშვილი, გივი თოიძე, მუშნი ლასურია, ჯუნა მიქატაძე, იოსებ ნონეშვილი, რობერტ სტურუა, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ყავლაშვილი, გია ყანჩელი, სულხან ცინცაძე, რამაზ ჩხიკვაძე
1982
1983 სესილია თაყაიშვილი, ელისო ვირსალაძე, გურამ ქუთათელაძე, ოთარ ჭილაძე, რევაზ ჯაფარიძე
1984 ოთარ თაქთაქიშვილი
1985 ვახტანგ აბრამიშვილი, დოდო ალექსიძე, თენგიზ არჩვაძე, ანა კალანდაძე, ბიძინა კვერნაძე, გიგა ლორთქიფანიძე, გურამ მირიანაშვილი, ანზორ სალუქვაძე, ზურაბ ქაფიანიძე, გიორგი შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი, კახი ხუციშვილი, ლევან ჯანდიერი
1986
1987 ქეთევან კიკნაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ალექსანდრე მეჟიროვი, ცისანა ტატიშვილი, აკაკი შანიძე, ვახტანგ ცინცაძე, უჩა ჯაფარიძე
1988 ანზორ ერქომაიშვილი, ჯუნა მიქატაძე
1989 ბორის გაპონოვი
1990
1991
1992 პაატა ბურჭულაძე, ტარიელ ჭანტურია, თამაზ ჭილაძე
1993 ნინო ანანიაშვილი, უშანგი იმერლიშვილი
1994 გრიგოლ აბაშიძე, ჭაბუა ამირეჯიბი
1995 თეიმურაზ ბაბლუანი, ვახტანგ დავითაია, ნათელა იანქოშვილი, იოსებ კეჭაყმაძე, დავით მუქერია, გიზო ჟორდანია, თენგიზ სუხიშვილი, ალექსანდრე ხომერიკი
1996
1997
1998 გივი გეგეჭკორი, ოთარ იოსელიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რევაზ მიშველაძე, ზურაბ სოტკილავა, ელდარ შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი
1999
2000[1] ლია სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ იგნატოვი, რევაზ გაბრიაძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი
2001
2002 ბესიკ ხარანაული
2003 მარინე იაშვილი, კოტე მახარაძე, ნანა ფაჩუაშვილი
2004
2005 რეზო ესაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ბესიკ ხარანაული
2006 დიმიტრი ერისთავი, რევაზ ჭოხონელიძე
2007
2008
2009 იზა ორჯონიკიძე, ჯიბსონ ხუნდაძე
2010 კახი კავსაძე, ილია II
2011 ლადო ათანელი, ნოდარ გურაბანიძე, თამაზ კვაჭანტირაძე
2012 ხატია ბუნიათიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი
2013 მაგალი თოდუა, ქეთი მატაბელი, შალვა მოსიძე
2014
2015 გივი ბერიკაშვილი
2016
2017
2018
2019
2020
2021[2] მაყვალა გონაშვილი, თეიმურაზ გოცაძე, ვახტანგ კახიძე, ომარ ნაფეტვარიძე, გიორგი ჯაფარიძე, რაულ ჩილაჩავა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]