არჩილ სულაკაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არჩილ სულაკაური
დაბ. თარიღი 15 თებერვალი 1927(1927-02-15)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 26 აგვისტო 1997(1997-08-26) (70 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი[1] , პროზაიკოსი და სცენარისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები რუსთაველის პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი

არჩილ სამსონის ძე სულაკაური (დ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი — გ. 26 აგვისტო, 1997, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), "საგზალი“ (1959), "ოთხივე მხრიდან“ (1975), "სიჩუმე“ (1978), "ლექსები“ (1980). პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966), „ოქროს თევზი“ (1966), „სალამურას თავგადასავალი“ (1969; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია,1971წ), „ლუკა“ (1972), „თეთრი ცხენი“ (1984), კრებულები „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975) და სხვა.

1973 წლიდან იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. 1971 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #135898943 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.