ვახტანგ აბრამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბრამიშვილი.

ვახტანგ გრიგოლის ძე აბრამიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1928, ბორჯომი — გ. 21 იანვარი, 1992, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1978).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის, ხოლო 1956 წელს მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტები.

პროფესიული საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ არქიტექტორად და დაწინაურდა სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1963-1972 წლებში იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში („თბილზნიიეპი“) იყო სახელოსნოს უფროსი. 1972 წლიდან 1988 წლამდე „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტურულ საამქროს ხელმძღვანელი. მისი პროექტებით თბილისში დაგეგმარდა ვაკის პარკში ღია კინოთეატრი, მთავარი შესასვლელი, აშენდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა (ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა), პოლიტგანათლების სახლი (აღმაშენებლის პროსპექტზე), სარეაბილიტაციო ცენტრი, ოტოლარინგოლოგიური კლინიკა, საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ღუდუშაურის სახელობის კლინიკა, საბავშვო ბაღები, მუსიკალური სკოლები, ადმინისტრაციული სახლები (გლდანსა და საბურთალოზე), ორი მეტროსადგური („ვაგზლის მოედანი“ და „აკაკი წერეთლის გამზირი“), იაკობ გოგებაშვილის მემორიალი (მთაწმინდაზე), მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე — პანსიონატები (ბაკურიანსა და წყნეთში), ეროვნული ბიბლიოთეკა (კიშინიოვში), 555-ადგილიანი სასტუმრო (მახაჩკალაში), ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. ლიხაურში), არქიტექტორთა შემოქმედებითი სახლი (გაგრაში), საცხოვრებელი კომპლექსები გლდანის მასივსა და ვაზისუბნის დასახლებაში; სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებსა და კონკურსებში; მიღებული ჰქონდა 14 პრემია: I პრემიები - სასტუმრო „ინტურისტისთვის“ (სოხუმი), ხელოვნების ცენტრისთვის (პარიზში), მემორიალისთვის (ბორჯომში) და სხვა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. კინწურაშვილი, მ. მაისურაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 31.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]