ლია სტურუა
ლია სტურუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მაისი, 1939 (83 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია და რუსთაველის პრემია |
ლია სტურუა (დ. 15 მაისი, 1939) — ქართველი პოეტი. გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლია დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ - ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში“.
მუშაობდა უნივერსიტეტში — კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში — უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.
პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ხეები ქალაქში“, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული — „ბედნიერი სიჩუმე“, „რძეში ჩავარდნილი ქვა“ (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.
1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.[1]