გურამ ქუთათელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ ქუთათელაძე
Guram Khita Kutateladze.jpg
დაიბადა 29 მარტი, 1924
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 29 ნოემბერი, 1979
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა
მომზადება

მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო

სამხატვრო ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემია
ცნობილი ნამუშევრები ქართლის პეიზაჟები, გურია, შემოდგომა, ფიროსმანი

გურამ (ხიტა) ქუთათელაძე (დ. 29 მარტი, 1924, თბილისი ― გ. 29 ნოემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ (ხიტა) ქუთათელაძე დაიბადა ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის (1959‐1972 წწ.) აპოლონ ქუთათელაძის (აპოლონ ქუთათელაძე) ოჯახში. 1940 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა განაგრძო მოსკოვის ვ. სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში ფერწერის ფაკულტეტზე. 1942-1946 წლებში სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი დავით კაკაბაძე, ხოლო 1946 წელს კვლავ ბრუნდება მოსკოვის სამხატვრო ინსტიტუტში, მისი მასწავლებელი ალექსანდრე ოსმიორკინი მოსკოველ ფერმწერთა გაერთიანების ბუბნოვი ვალეტის წევრი იყო. ამ მოძრაობის წევრებს სეზანისტებსაც ეძახდნენ.[1]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურამ ქუთათელაძე. გაზაფხული. 140x100, ტილო,ზეთი, 1960

გურამ (ხიტა) ქუთათელაძის მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებაში მთავარ თემას პეიზაჟი წარმოადგენდა. მან ჩამოაყალიბა პეიზაჟისა და ლანდშაფტის საკუთარი ხედვა და კონცეფცია.[2][3]

ნამუშევრების არქივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე კერძო კოლექციებში - კ.გლეიზერის კოლექცია, ბობ და მერიონ როტშილდების კოლექცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეჟავა, სამსონ (2016) "გურამ ქუთათელაძე". გვ.17–49. თბ. ISBN 978-9941-0-8580-2
  2. ლეჟავა, სამსონ (2016) "გურამ ქუთათელაძე". გვ.17–49. თბ. ISBN 978-9941-0-8580-2
  3. ანდრიაძე, დავით (2011) "ხიტა ქუთათელაძე". გვ.7-46. თბ. ISBN 978-9941-0-3189-2