ნოდარ გურაბანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოდარ სარდიონის ძე გურაბანიძე (დ. 16 სექტემბერი, 1930, თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1997), პროფესორი (1994). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1978), კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის (1987), საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1998), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის (2011) ლაურეატი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი 1954 წელს. 1969–1972 წლებში იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი, 1973–1981საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე. 1981 წლიდან ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ (1990 წლის №4-იდან „ხელოვნება“) მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; 1996-2004 წლებში ამავე დაწესებულების პრორექტორი სამეცნიერო დარგში, 2006 წლიდან — სრული პროფესორი.

რეგულარულად აქვეყნებს პერიოდულ პრესაში კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, ნარკვევებს. ავტორია წიგნებისა: „ილია ჭავჭავაძე და ქართული თეატრი“ (შემდგენელი, შესავალი წერილი, 1955), „სტანისლავსკი“ (1963), „გიორგი შავგულიძე“ (1963, 1968), „სცენა, რეჟისორი, მსახიობი“ (1966), „აკაკი ხორავა“ (1971), „დიდ გზებზე“ (1971), „მრავალსახეობა თეატრისა“ (1972), „კოტე მარჯანიშვილი“ (1972), „გიგა ლორთქიფანიძე“ (1972), „გამარჯვების გზით“ (1984), „რევოლუციური თანამედროვეობა და თეატრი“ (1981), „სამყარო თეატრალის თვალით“ (1998), „ავსტრალიიდან — ამერიკამდე“ (1998), „კოტე მახარაძე“ (2001), „ჩემი ცხოვრების თეატრი“ (2006). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეჟისორი რობერტ სტურუა, თბ., 1997;
  • ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე, თბ., 2004;
  • მიხეილ თუმანიშვილის თეატრი, თბ., 2010.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]