ნანი ბრეგვაძე
| ნანი ბრეგვაძე | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 21 ივლისი, 1936 |
| დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| ნანი ბრეგვაძე ვიკისაწყობში | |
ნანი გიორგის ასული ბრეგვაძე (დ. 21 ივლისი, 1936, თბილისი) — ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოს სსრ-ისა (1974) და სსრკ-ის (1983) სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის (1994)[1] და საქართველოს სახელმწიფო პრემიების (2000)[2] ლაურეატი, ბენალმადენას (ესპანეთი)[3] (1996), თბილისის (1995)[4], ქუთაისის (2006), ამბროლაურის (2018), ბათუმის (2019)[5] საპატიო მოქალაქე, ღირსების (1996) და ბრწყინვალების ორდენების (2010) კავალერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში. მამა – გიორგი ეფრემის ძე ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა ალექსანდრეს ასული მიქელაძე ცნობილ დიდგვაროვანთა ოჯახიდან.
მუსიკალური სკოლისა და ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს კლასით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს მოსკოვში, “ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალზე” შედგა მისი პირველი გამოსვლა, მომღერლის რანგში, სიმღერით “ჩავაქრე სანთელი” ნანი გრეგვაძემ ლაურეტის წოდება მოიპოვა. 1959-1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.
1964 წელს პირველად გამოვიდა მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზ ‘ოლიმპიაში’,მოსკოვის მიუზიქ-ჰოლთან ერთად გასტროლის ფარგლებში, სადაც ორი თვის განმავლობაში მღეროდა. ამ მოვლენამ საბოლოოდ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის, როგორც მომღერლის ბედი. პარიზიდან დაბრუნებული ნანი მიიწვიეს ანსამბლ “ორერაში”, სადაც 15 წელი ითანამშრომლა. 1980 წლიდან ნანი ბრეგვაძე სოლო კარიერას იწყებს. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს.
ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვა.
2000 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ნანი ბრეგვაძის სახელობის ვარსკვლავი.
2023 წელს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში," Sea Breeze"-ის დიდების ხეივანში გაიხსნა ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი.[6]

ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1974 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1983 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1995 — თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1996 — ღირსების ორდენი (ქართული საესტრადო ვოკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ამ დარგში ხანგრძლივი მაღალპროფესიული მოღვაწეობისათვის)
- 1996 — ესპანეთის ქალაქ ბენალმადენას საპატიო მოქალაქე.
- 2000 — რუსთაველის სახელმწიფო პრემია[1]
- 2006 — ქუთაისის საპატიო მოქალაქე
- 2010 — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი[7]
- 2014 — ილიას მედალი, „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ (ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის)[2]
- 2018 — ამბროლაურის საპატიო მოქალაქე
- 2019 — ბათუმის საპატიო მოქალაქე[5]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1966 — "შეხვედრა მთაში
- 1971 — "წუთისოფელი"
- 1973 — "ვერის უბნის მელოდიები"
- 1975 — "აურზაური სალხინეთში"
- 1978 — "დათა თუთაშხია"
- 1981 — "გამოაღეთ ფანჯრები"
- 1982 — "სასტუმროს დიასახლისი (მიიღეთ გამოწვევა სენიორებო)" რეჟ. კოტე სურმავა
გადაღებულია ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1969 — "მოსკოვი ნოტებში (Москва в нотах)" რეჟ. იგორ გესტევი, ჰაინც ლიზენდალი
- 1970 — "ორერა სრული სვლით!" რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1971 — "სამკაული სატრფოსთვის" (აიშა) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1991 — "მე,პელეს ნათლია!" (მაკა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.)
- 2012 — "სიყვარული აქცენტით" რეჟ. რეზო გიგინეიშვილი
- 2014 — "მხატვრის მუზები" რეჟ. შოთა კალანდაძე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 512.
- რუსულად
- Козловский И. С. Нани Брегвадзе | ნანი ბრეგვაძე // Козловский И. С. Музыка — радость и боль моя. [Воспоминания, письма, статьи, интервью] / Ред. Г. Кострова. — 2-е изд. — Москва: Олма-Пресс, 2003. — С. 111—168. — 384 с. — ISBN 978-5-9485-0113-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანი ბრეგვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნანი ბრეგვაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ნანი ბრეგვაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ნანი ბრეგვაძე Facebook-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 შოთა რუსთაველის სახელობის პრემია.
- ↑ 2.0 2.1 ნანი ბრეგვაძე.
- ↑ ნანი ბრეგვაძე 88 წლის გახდა.
- ↑ თბილისის საპატიო მოქალაქეები.
- ↑ 5.0 5.1 „უსაყვარლესი ქალაქი" - ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა.
- ↑ აზერბაიჯანში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა (26-07-2023).
- ↑ 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (10 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023
- თბილისში დაბადებულები
- ქართველი მომღერლები
- დაბადებული 21 ივლისი
- დაბადებული 1936
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1995)
- ბათუმის საპატიო მოქალაქეები (2019)
- საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- ცოცხალი ადამიანები