შინაარსზე გადასვლა

ქეთი მატაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთევან (ქეთი) მატაბელი (დ. 28 თებერვალი, 1953, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, კოლაჟების და ასამბლაჟების ავტორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2013).

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1981-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფერწერის პედაგოგი, თბილისის მხატვრის სახლის რესტავრატორი. არის ავტორი ფერწერული სერიისა „ძველი თბილისი“ (1984). გაფორმებული აქვს ქუთაისის დრამატული თეატრის სპექტაკლი „დონ ქრისტეფორე დე კასტელის ალბომი“ (რეჟისორი ნ. გაგნიძე, 1995). რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა „აქ მატარებლებს თეთრად ათოვს“ (ანდრე მორუა, რეჟისორი მ. სურმავა, 1996); ტელესპექტაკლი „რაინერ მარია რილკეს პოეზია“ (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, რეჟისორი მ. სურმავა, 1994); წიგნი „ეროვნული ღირსებისათვის“ (2001). მონაწილეობდა გამოფენებში: „არტ მანეჟი“ (მოსკოვი, 1997); „არტ მესე“ (გერმანია, 1999); თბილკრედიტბანკი (თბილისი, 2001); „არტ სალონი“ (ლონდონი, 2002); პარიზი (2003), გერმანია (2003, 2004), ვენა (2005), თბილისი (2005), პარიზი (2014), ლონდონი (2015), თელავივი (2015), ვარშავა (2015). 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში. საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის კერძო კოლექციებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]