ზურაბ სოტკილავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზურაბ სოტკილავა
Sotkilava.jpg
ზურაბ სოტკილავა
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზურაბ სოტკილავა
დაიბადა 12 მარტი, 1937, სოხუმი
სოხუმი
წარმოშობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
საქართველოს დროშა საქართველო
გარდაიცვალა 18 სექტემბერი, 2017
მოსკოვი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა ოპერის მოღერალი

ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა (დ. 12 მარტი, 1937, სოხუმი, საქართველოს სსრ — გ. 18 სექტემბერი, 2017[1], მოსკოვი, რუსეთი) — ოპერის მომღერალი, ტენორი, საქართველოსა და საბჭოთა სახალხო არტისტი (1979), პედაგოგი,თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი (1965–1974), მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი (1974–2017), ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ სოტკილავა 1937 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის შემდეგ სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. 1965 წელს დაასრულა თბილისის კონსერვატორიის პროფესორ დავით ანდღულაძის კლასი. 1965–1974 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. 1966–1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ სტაჟიორად. 1974 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.

სოტკილავას შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით. პარტიები: აბესალომი (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, არზაყანი ( ოთარ თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება“), ვოდემონი (პეტრე ჩაიკოვსკის „იოლანტა“), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის „ტრუბადური“, „ოტელო“, „ბალ-მასკარადი“, „აიდა“, „რიგოლეტო“), ხოზე (ბიზეს „კარმენი“), კავაროდოსი (პუჩინის „ტოსკა“), ედგარი (დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“) და სხვა.

ზურაბ სოტკილავა არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი, მათ შორის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის - „ოქროს ორფევსი“ (სოფია, 1968), ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის მეორე პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983) და სხვ.

1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი.

აფხაზეთის ომის შემდეგ გამოირჩეოდა მტკიცე სამოქალაქო პოზიციით - ინტერვიუებსა და საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩავა სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას შეეძლება ჩასვლა. [2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]