ქეთევან კიკნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქეთევან კიკნაძე (დ. 10 მაისი, 1939) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისი 1991 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, ხოლო 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთავის თეატრში მოღვაწეობდა. 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი("შეხვედრა წარსულთან", 1966 წელი), თინა("ტარიელ გოლუა", 1968 წელი), ბეჩუნი პერტია("დათა თუთაშხია", 1978 წელი), ზაზას დედა("თეთრი ბაირაღები", 1990 წელი), მარგო("პრემიერა", 1991), ქეთევან დედოფალი("წიგნი ფიცისა"), ხატია ("მე ვხედავ მზეს"), მაკა ("ბუდე მეცხრე სართულზე"), ოგიუსტინა ("რვა მოსიყვარულე ქალი"), ბეტი ("ჩარლის დეიდა") და სხვ. ასევე მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში, არის ერთ-ერთი გამორჩეული თეატრისა და კინოს მსახიობი. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ქეთევან კიკნაძის მეუღლე რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გახლავთ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საზოგადოება "ქალები მშვიდობისთვის", წევრი
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1987 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში "წიგნი ფიცისა" ქეთევან დედოფლის როლის შესრულებისთვის
  • საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი., გვ.596;
  • ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 181;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]