კახი ხუციშვილი
გარეგნობა
კახი ხუციშვილი (დ. 14 ივლისი, 1928, სოფ. ართანა, თელავის რაიონი) — ქართველი მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1983). შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი.
1954 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარი; როგორც ილუსტრატორი თანამშრომლობდა გამომცემლობებთან „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“, „ცოდნა“. გააფორმა ფილმები: „მაგდანას ლურჯა“ (1954), „ჩვენი ეზო“ (1957), „სხვისი შვილები“ (1958), „მაია წყნეთელი“ (1959), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1970), „წიგნი ფიცისა“ (1983), „თეთრი ბაირაღები“ (1989) და სხვ.
1960 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1969 — საქართველოს დამსახურებული მხატვარი[1]
- 1981 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1983 — საქართველოს სახალხო მხატვარი
- 1985 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1998 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 520.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახი ხუციშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კახი ხუციშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- კახი ხუციშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)