მერაბ ბერძენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.

მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2016, სტამბოლი, თურქეთი) — ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სააკაძის ძეგლი თბილისში, სააკაძის მოედანზე (მ. ბერძენიშვილი)

1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში. ძირითადი ნამუშევრები: "რუსთაველი" (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა), "რუსთაველი" (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), "მუზა" (ბრინჯაო, 1971, თბილისი), "კიდევაც დაიზრდებიან..." (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური "მარჯანიშვილი"). ასევე მუშაობდა გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებდა წიგნებს, ქმნიდა დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]