ვახტანგ ტაბლიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვახტანგ ტაბლიაშვილი
Vakhtang Tabliashvili.jpg
ვახტანგ ტაბლიაშვილი
დაბ. თარიღი 16 მაისი 1914
ყვარელი
გარდ. თარიღი 28 მაისი, 2002
საქმიანობა რეჟისორი

ვახტანგ ვალერიანის ძე ტაბლიაშვილი (დ. 16 მაისი, 1914 — გ. 28 მაისი, 2002) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945), საქართველოს სახალხო არტისტი (1969). სკკპ წევრი 1945 წლიდან. დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი (1939). 1939-1966 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეჟისორი და მთავარი რეჟისორი. დადგა ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (მისივე ინსცენირება), ნიკოლოზ პოგოდინის „კრემლის კურანტები“, ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“, ლევან გოთუას „დავით აღაშენებელი“, უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“ (მისივე ინსცენირება), ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და სხვა. 1956-1965 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგა ზაქარია ფალიაშივილის „დაისი“, მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“, ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“ და სხვა. ტაბლიაშვილის სპექტაკლები გამოირჩეოდა მასშტაბურობით. 1967 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, გადაღებული აქვს ფილმები: „ქეთო და კოტე“ (რეჟისორ შალვა გედევანიშვილთან ერთად, 1948), „დიდოსტატის მარჯვენა“ (2 სერიად, რეჟისორ დევი აბაშიძესთან ერთად 1970-71), „ლევან ხიდაშელი“ (1973). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის 3 ორდენითა და მედლებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]