ალექსი მაჭავარიანი
ალექსი მაჭავარიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 23 სექტემბერი, 1913 |
დაბ. ადგილი | გორი |
წარმოშობა |
![]() |
გარდ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1995 (82 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ალექსი დავითის ძე მაჭავარიანი (დ. 23 სექტემბერი, 1913 — გ. 31 დეკემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი საბჭოთა კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1958).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსი მაჭავარიანი დაიბადა 1913 წლის 10 (23) სექტემბერს (სხვა წყაროების მიხედვით — 1913 წლის 23 სექტემბერს (6 ოქტომბერს))[2] გორში, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია (ახლანდელი საქართველო), დიდგვაროვან ოჯახში.
1936 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ვ. ბარხუდარიანის და პ. ბ. რიაზანოვის კომპოზიციის კლასები), 1940 წელს — იქვე ასპირანტურა.
1934-1937 წლებში იყო ქართული მუსიკალური კომედიის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, 1936-1940 წლებში ბაქოს ექსპერიმენტული თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და კომპოზიტორი, 1956-1958 წლებში — საქართველოს სსრ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1939 წლიდან ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში. 1942 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი, 1952 წლიდან — ასოცირებული პროფესორი, 1963 წლიდან — საკომპოზიციო განყოფილების პროფესორი).
1953 წლიდან — საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1962-1968 წწ. — თავმჯდომარე. 1962-1973 წწ — სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1962 წლიდან — საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს საბჭოს წევრი, 1964 წლიდან — სსრკ კულტურის სამინისტროს სამხატვრო საბჭოს წევრი, 1964 წლიდან — უცხო ქვეყნებთან საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა საზოგადოების მუსიკალური განყოფილების პრეზიდენტი.
სსრკ მე-6 და მე-7 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1962-1970 წწ.).

გარდაიცვალა 1995 წლის 31 დეკემბერს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსი მაჭავარიანმა მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მან შექმნა საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, ორატორია, ბალეტები, ოპერები, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი, რომანსები, საფორტეპიანო ბალადა, პიესები, საგუნდო მუსიკის მრავალი ნიმუში, მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური სპექტაკლებისათვის, კრებული გუნდისა და ორკესტრისათვის, 7 სიმფონია, 6 სიმებიანი კვარტეტი.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეუღლე — ქეთევან პაჭკორია — მოცეკვავე
- შვილი — ვახტანგ მაჭავარიანი — დირიჟორი
- შვილიშვილი — ალექსი მაჭავარიანი — მუსიკოსი
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსი მაჭავარიანის მემორიალური დაფა დაიდგა თბილისში (ნიკო ნიკოლაძის ქ. 1ა).
- ალექსი მაჭავარიანის სახელს ატარებს თბილისის ფილარმონია.
- კომპოზიტორის დაბადების 95 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა მისი ჩანაწერების კრებული „შემოქმედი და დრო“[3]
ძირითადი ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოპერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „დედა და შვილი“ ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით (1945)
- „ჰამლეტი“ (1968)
- „მედეა“ (1991)
ბალეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ოტელო“ (1957 წელს დაიდგა თბილისში, 1961 წელს გამოვიდა ეკრანიზაცია)
- „ვეფხისტყაოსანი" (1974)
- „ჭირვეული ცოლის მორჯულება (ბალეტი)“ (1984)
- „ფიროსმანი“ (1992)
მუსიკალური კომედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ბაღლინჯო“ (ვ. მაიაკოვსკის მიხედვით, 1979)
კონცერტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საფორტეპიანო კონცერტი (1944),
- სავიოლინო კონცერტი (1950)
- ვიოლონჩელოსთვის ორკესტრთან ერთად (1987)
ორკესტრისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმფონიური პოემა „მუმლი მუხასა“ (1939)
- საგუნდო პოემები
- სიუიტები: „ხიდი“ (1942), „ორი ოკეანის საიდომლოება“ (1954)
- 7 სიმფონია (1-ლი (1947), მე-2 (1973), მე-3 (1983), „ახალგაზრდული“ (1983), „უშბა“ (1986), „ამირანი“ (პრომეთე) (1987), „გელათი“ (1989))
- სადღესასწაულო უვერტიურა (1950)
- ქართული სადღესასწაულო უვერტიურა (1963)
- ელეგია
- სკერცო
სიმებიანი ინსტრუმენტებისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 4 სიმებიანი კვარტეტი (1978)
- „ათი ჩანახატი 2 ვიოლინოს, ალტისა და ვიოლონჩელოსთვის“ (1977)
გუნდისა და სოლისტისათვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე“ სოპრანოს, ბასის, ბიჭების გუნდის, გუნდისა და ორკესტრისათვის (1952)
- ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „ხუთი მონოლოგი“ ბარიტონისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1968)
საგუნდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვოკალური ბალადა „არსენა" (გუნდისა და სოლისტისათვის, a cappella, 1946)
- ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე“ (1954)
- „დოლური“ (1974)
- ციკლი ბავშვთა გუნდისა და კამერული ორკესტრისთვის „დედა-ენა“
საფორტეპიანო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიესა „ხორუმი“ (1939), სკერცო-სონატა (1940), პრელუდია, ესკიზი (1947), „ექსპრომტი“ (1947), 4 პიესა (1951), „მუსიკალური ახალგაზრდობა“ (33 პიესა, 1974), 3 პრელუდია და ფუგა (1970), ბალადა „ბაზალეთის ტბა“ (1950), „ფიროსმანი“ (1970), საბავშვო ალბომი (12 პიესა, 1968), 2 საფორტეპიანო ცეკვა: „ქართული ცეკვა-პოემა“ და „ცეკვა ქართული“
- საფორტეპიანო ციკლები: „ქართული ფრესკები" (1977), „პარიზული ჩანახატები" (1979)
- 2 სონატა
ვიოლინოსთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 4 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1950)
- სავიოლინო პიესა „დოლური" (1962)
- 6 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1971)
- 2 ვალსი ბალეტ „ოტელოს“ მუსიკაზე (1971)
- სონატა
- კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის
ვიოლონჩელოსთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 4 პიესა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1973)
რომანსები და ბალადები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რომანსები და სიმღერები („ცისა ფერს“, „არ დაიდარდო დედაო“, „მზეთა–მზის სახე“, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“, „იმერული ნანა“, „სამშობლოს“ (1973) და სხვა)
- 4 ბალადა (უილიამ შექსპირის ტექსტზე, 1968)
დრამატული თეატრისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსიკა ქართული დრამატული თეატრების სპექტაკლებისთვის (შექსპირის „მეფე ლირი", რიჩარდ III; მიხეილ მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი"; ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“; ნაზიმ ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე“ და სხვ.)
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1940 — ქალიშვილი გაღმიდან
- 1941 — ქაჯანა
- 1942 — ხიდი (მოკლემეტრაჟიანი)
- 1945 — ოქროს ბილიკი (ივანე გოკიელთან ერთად)
- 1947 — აკაკის აკვანი
- 1956 — ორი ოკეანის საიდუმლოება
- 1958 — მაიაკოვსკი იწყებოდა ასე…
- 1959 — სად არის შენი ბედნიერება, მზია?
- 1960 — ოტელო (ფილმი-ბალეტი)
- 1963 — გენერალი და ზიზილები
- 2005 — დედა ღვთისმშობელი
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1950 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1958 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1950 — მესამე ხარისხის სტალინის პრემია (1951) — კონცერტისთვის ვიოლინოსა და ორკესტრისთვის
- 1971 — შოთა რუსთაველის სახელობის პრემია — ვოკალურ-სიმფონიური ციკლისთვის „ხუთი მონოლოგი"
- 1966 — ლენინის ორდენი
- 1973 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1963 — ღირსების სამკერდე ორდენი
- 1974 — მილანის (იტალია,) „ლა სკალას თეატრთან“ არსებული სამხატვრო გალერეის დიდი ოქროს მედალი „ბრანდენზე“ — ბალეტ „ოტელოს“ მუსიკისთვის.
- 1988 — პიკასოს სახელობის პრემია ბალეტისთვის „ვეფხისტყაოსანი“
- სხვადასხვა მედლები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალექსი მაჭავარიანი“ ვიკისაწყობში.
- ალექსი მაჭავარიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ალექსი მაჭავარიანი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ალექსი მაჭავარიანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ალექსი მაჭავარიანი – ბიოგრაფია
- ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე
- Alexi Matchavariani
- თბილისის სახელმწიფო საკონცეტრო დარბაზი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ეროვნული ფილმოგრაფია
- ↑ МАЧАВАРИАНИ в энциклопедии музыки. ციტირების თარიღი: 2014-05-28
- ↑ ალექსი მაჭავარიანი „შემოქმედი და დრო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-09. ციტირების თარიღი: 2022-08-09.
- დაბადებული 23 სექტემბერი
- დაბადებული 1913
- გორში დაბადებულები
- გარდაცვლილი 1995
- გარდაცვლილი 31 დეკემბერი
- ქართველი საზოგადო მოღვაწეები
- სსრკ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ლენინის ორდენის კავალრები
- XX საუკუნის დირიჟორები
- ქართველი დირიჟორები
- XX საუკუნის კომპოზიტორები
- ქართველი კომპოზიტორები
- საბჭოთა კომპოზიტორები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები