გურამ პატარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურამ პატარაია
დაბ. თარიღი 14 თებერვალი, 1928
თბილისი
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 1983
თბილისი
პროფესია კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი
მშობლები მამა: ვასო პატარაია
დედა: ქეთევან სულხანიშვილი

გურამ ვასილის ძე პატარაია (დ. 14 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 25 ნოემბერი, 1983, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად სოხუმში, გორში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში, მოსკოვის თეატრ მალაია ბრონაიაზე. 1959 წლიდან გ. პატარაია საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფიმების სტუდიის მთავარი დირექტორია, ხოლო, 1961 წლიდან საქართველოს ტელევიზიის ტელეფიმების სტუდიაშია, სადაც შექმნა შესანიშნავი მხატვრული მხატვრული ფიმები „რეკორდი“, „ხანძარი“, „სიყვარული და პომპიერო“, „კუჩხი ბედინერი“. მაგრამ ქართველი მაყურებლის ხსოვნაში დაუცხრომელი და მაძიებელი ხელოვანი უწინარეს ყოვლისა დარჩება როგორც ისეთი ფილმების დამდგმელი-რეჟისორი როგორებიცაა: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი“, „ათონის მატიანე“, „ტაო-კლარჯეთი“, „შორია გურჯისტანამდე“, „მეზობლების მიწაზე“. ფაქტობრივად ამით სათავე დაედო საქართველოს გარეთ არსებულ ქართული კულტურის ძეგლების პოპულარიზაციას. ყველა ფილმში ნათლად ჩანს ავტორის უსაზღვრო სიყვარული მშობელი ხალხის ისტორიისადმი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რეჟისორის ამ დაუღალავმა შრომამ და ძიებამ დაგვიბრუნა არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი, რომლებიც ჩვენი მშობლიური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია.

გურამ პატარაია ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალია. მისი დედა ქეთევან სულხანიშვილი იყო ნიკოლოზ ყიფიანის შვილიშვილი.

გურამ პატარაია გარდაიცვალა 1983 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, 298, თბ., 1994