გივი გეგეჭკორი
იერსახე
| გივი გეგეჭკორი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 24 იანვარი, 1933[1] |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი | 2000 ან 2002[1] |
| საქმიანობა | პოეტი და მწერალი[1] |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | რუსთაველის პრემია და აკაკი წერეთლის სახელობის პრემია |
გივი ილიას ძე გეგეჭკორი (დ. 24 იანვარი, 1933, თბილისი — გ. 2000[2]) — ქართველი პოეტი.
პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1952 წელს ალმანახ „პირველ სხივში“, ლექსთა პირველი წიგნი „მზიანი დღე“ — 1963 წელს. გეგეჭკორს ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ახალი აბზაცი“ (1968), „ჩემი დღესასწაულები“ (1971), „ჩიტების გამოღვიძება“ (1973), „მეორე მდინარე“ (1974) და სხვა. ფრანგი პოეტების თხზულებათა თარგმანები (კრებული „ფრანგული პოეზია“, 1968; გ. აპოლინერის „ლექსები“, 1972), წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.
გეგეჭკორის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ, პოლონურ, ჩეხურ, სერბულ ენებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 30.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ გამოსათხოვარი : გივი გეგეჭკორი // ლიტერატურული საქართველო. - 2000, N 18 (28.04.-4.05). -გვ. 12-13.