ნიკოლოზ იგნატოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ იგნატოვი
Koka Ignatov.jpg
დაიბადა 29 ივლისი 1937(1937-07-29)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 6 აგვისტო 2002(2002-08-06) (65 წლის)

ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი (დ. 29 ივლისი, 1937, თბილისი — გ. 6 აგვისტო, 2002, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან გადადის ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორაციულ განყოფილებაზე. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: მოხატა რესტორანი „იორი“ (1962), საქართველოს ენციკლოპედიი მთავარი რედაქციის შენობა (1971), „ფიროსმანისადმი მიძღვნა“ მთაწმინდაზე საქალაქო საბჭოს დეპუტატთა მიღების დარბაზში (1972), ფრესკა შ. რუსთაველის სახელობის თეატრის ვესტიბიულში (1987). იყო დამდგმელი მხატვარი ფილმისა „თბილისი — 1500“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 104
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 155 თბ., — 1998-1999

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]