სულხან ცინცაძე
სულხან ცინცაძე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 23 აგვისტო, 1925 |
დაბ. ადგილი | გორი |
გარდ. თარიღი | 15 სექტემბერი, 1991 (66 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი[1] |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა ფოლკლორი |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვიოლინო |
აქტიური | 1953–1991 |
სულხან ცინცაძე ვიკისაწყობში |
სულხან თევდორეს ძე ცინცაძე (დ. 23 აგვისტო, 1925, გორი — გ. 15 სექტემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1988). საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1949–1991), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1956–1991), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965–1984), საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[2][3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო.
ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სტალინური პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).
ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დატოვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
კომპოზიტორია ფილმებისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 : „ოქროს ობობა“ (ტელესერიალი) რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია
- 1983 : „ჯადოსნური ღამე“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1975 : „ჩიტის რძე“ (ტელეფილმი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1973 : „ლევან ხიდაშელი“ რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1969 : „ღიმილის ბიჭები“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1965 : „ჯარისკაცის მამა“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1963 : „თოჯინები იცინიან“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1962 : „ხელმარჯვე ოსტატი — სპორტსმენი“ (მოკლემეტრაჟიანი)
- 1962 : „თხუნელა“ რეჟ. შალვა მარტაშვილი
- 1962 : „ზღვის ბილიკი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1961 : „განძი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1960 : „განთიადი“ (მოკლემეტრაჟიანი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1959 : „მაია წყნეთელი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1958 : „ოთარაანთ ქვრივი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1958 : „ქალის ტვირთი“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1956 : „აბეზარა“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1956 : „ბაში-აჩუკი“ რეჟ. ლეო ესაკია
- 1956 : „ჩრდილი გზაზე“ რეჟ. დავით რონდელი
- 1954 : „ნიკო და ნიკორა“ (მოკლემეტრაჟიანი)
- 1954 : „ჭრიჭინა“ რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1953 : „წავი ჩუკა“ (მოკლემეტრაჟიანი)
გადაღებულია ფილმში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1989:„წარსული მუდამ ჩვენთანაა“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
ძირითადი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 12 სიმებიანი კვარტეტი და მინიატურა კვარტეტისთვის (1947—1991).
- ორი ოპერა („განდეგილი“, 1972)
- ხუთი ბალეტი („დემონი“ 1961, „Rivares“ 1982).
- ხუთი სიმფონია (1952—1985).
- 24 პრელუდია ჩელოსა და ორკესტრისთვის (1980) და ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1987).
- 2 საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრის თანხლებით).
- 2 ჩელოსა და ორკესტრის კონცერტი.
- 2 ვიოლინოსა და ორკესტრის კონცერტი.
- 3 ოპერეტა („აბლაბუდა“ — 1960, „სიმღერა ტყეში“ — 1967, „შვეიხი“ — 1976).
- მრავალი ნაწარმოები კინოფილმებისთვის.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1950 : სტალინური პრემია — ნაწარმოებებისათვის: „ლალე“, „ინდი-მინდი“, „საჭიდაო“
- 1952 : საპატიო ნიშნის ორდენი
- 1958 : შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1961 : საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი[4]
- 1974 : ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1981 : შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1988 : სსრკ სახალხო არტისტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 395, თბ., 1994
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 221.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სულხან ცინცაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სულხან ცინცაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- სულხან ცინცაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #134790715 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ სულხან ცინცაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2018.
- ↑ სულხან ცინცაძე. conservatoire.edu.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-23. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1961. N8. გვ. 259.
- გორში დაბადებულები
- თბილისში გარდაცვლილები
- დაბადებული 23 აგვისტო
- დაბადებული 1925
- გარდაცვლილი 15 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1992
- ქართველი კომპოზიტორები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- ცინცაძეები