გრიგოლ აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლ აბაშიძე (პოეტი).
გრიგოლ აბაშიძე
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1914
დაბ. ადგილი ზედა რგანი
გარდ. თარიღი 29 ივლისი, 1994
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი, პოეტი
ეროვნება ქართველი
დებიუტი 1934
Magnum opus "ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" (1975)

გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 19 ივლისი/1 აგვისტო, 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა - "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის - სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.

აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში ("მტრები", 1941; "გაზაფხული", 1945; "მას დიდება", 1944; "ძლევამოსილი", 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ აბაშიძის ექვსტომეულის პირველი ტომი
  • არყოფნისაკენ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2009. - 64გვ.. - ISBN: 978-99928-0-159-8
  • "სამძიმარი" : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 243გვ.
  • რჩეული ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, მერანი, 1983. - 82გვ.
  • "ყორნალი'" : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 435გვ.
  • "ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 445გვ.
  • "დიდი ღამე" : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1968. - 455გვ.
  • "ლაშარელა" : მეცამეტე საუკუნის ქრონიკა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 329გვ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და "საპატიო ნიშნის" ორდენები. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს VIII-IX მოწვევის დეპუტატი. იყო ჟურნალ "ნიანგის", "დროშისა" და "მნათობის" რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან - თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი.1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაიძე შ., კრიტიკული წერილები, თბ., 1959;
  • ნატროშვილი გ., ორი საუკუნის მიჯნაზე, თბ., 1963;
  • რადიანი შ., ლიტერატურული პორტრეტები, თბ., 1953;