იზა გიგოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იზა გიგოშვილი
დაბ. სახელი იზა გიგოშვილი
დაბ. თარიღი 16 თებერვალი, 1938
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 17 იანვარი, 2003 (64 წლის)
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1981)
სსრკ სახელმწიფო პრემია (1979)

იზა შალვას ასული გიგოშვილი (დ. 16 თებერვალი, 1938, თბილისი — გ. 17 იანვარი, 2003)[1]ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). 1979 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1967 იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967–1969მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა, 1969-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი.

გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), კაბილა (ალფრედ დე მიუსე „სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), ნატო (ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“), გრუშე ვაჩნაძე (ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“), ზიტა (გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“), შუშანიკი (იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“), თამარი (კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიკვდილთან მებრძოლი გრუშე - იზა გიგოშვილი კადრში და კადრსმიღმა. funtime.ge (16 იანვარი, 2016). წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2018.