ნინო რამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნინო რამიშვილი ილიკო სუხიშვილთან ერთად

ნინო შალვას ასული რამიშვილი (დ. 19 იანვარი, 1910, ტფილისი[1] — გ. 6 სექტემბერი, 2000, თბილისი) — ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი. საქართველოს 1948 და სსრკ 1963 სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახ. 1973 და სსრკ 1949 სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე 1981. ილია სუხიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი. იყო მისი წამყვანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი დასდო ქართული ცეკვის პოპულარიზაციას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სხვა მონაცემით ბაქოში