ჯონ ფენი (ქიმიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯონ ფენი
John B Fenn01.jpg
დაბ. თარიღი 15 ივნისი 1917(1917-06-15)[1] [2]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი[3] [4] [5] [6]
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი 2010(2010-12-10)[7] [8] [9] [1] [2] (93 წლის)
გარდ. ადგილი რიჩმონდი[10] [11]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ[12] [13] [14] [15]
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი და ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი და Berea College
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[16] [17], ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია, უილბურ კროსის მედალი და ჰუმბოლდტის პრემია

ჯონ ბენეტ ფენი (დ. 15 ივნისი, 1917[18] — გ. 10 დეკემბერი, 2010) — ანალიზური ქიმიის ამერიკელი მკვლევარი. 2002 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში. ფენმა პრემია კოიჩი ტანაკასთან ერთად მიიღო სპექტომეტრიაში მიღწეული შედეგებისთვის. ფენის წვლილი ძირითადად ელექტრული გამოსხივების იონიზაციის განვითარებას უკავშირდება, რომელიც ჩვეული მეთოდია ფართო მლეკულებისა და თხევადი ქრომატოგრაფიული სპექტომეტრიისას. ფენმა კარიერა 100-ზე მეტი პუბლიკაციით დაასრულა, მათ შორის ერთი წიგნია.

დაიბადა ნიუ-იორკში, შემდეგ კი დიდი დეპრესიის დროს ოჯახთან ერთად კენტუკიში გადავიდა. დაამთავრა ბერეას კოლეჯი, ხოლო ფილოსოფიის დოქტორის წოდება იელის უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობდა ამერიკულ აგროქიმიურ და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ბიოტექნოლოგიის კორპორაციაში (Monsanto), ასევე კერძო მკვლევრად, სანამ იელის უნივერსიტეტსა და ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობებს დაიკავებდა.[19]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფენი ნიუ-იორკში დაიბადა და ჰაკენსაკში გაიზარდა. დიდი დეპრესიის დროს ფენის მამა სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა, მცირე ხნით Fokker Aircraft Company-ში მხაზველადაც მუშაობდა. ვითარების გაუარესების შემდეგ ფენის ოჯახი კენტუკიში, ბერეაში გადასახლდა, სადაც ჯონის დეიდა, ელენ დინმენი ცხოვრობდა და ოჯახს დახმარებაზე დათანხმდა.[20] ფერნმა სკოლა 15 წლის ასაკში დაამთავრა, მაგრამ ასეთ მცირე ასაკში კოლეჯში სწავლას, დამატებითი მეცადინეობები ამჯობინა.[21] ბაკალავრის ხარისხი ბერეას კოლეჯში მიიღო, ხოლო საზაფხულო სკოლა ორგანულ ქიმიაში აიოვას უნივერსიტეტში, ფიზიკურ ქიმიაში კი - პერდიუს უნივერსიტეტებში გაიარა.

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს ფენს კოიჩი ტანაკასთან და კურტ ვიუტრიხთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „ბიოლოგიური მაკრომოლეკულების იდენტიფიკაციისა და სტრუქტურული ანალიზის მეთოდების განვითარებისთვის“.[22] ფენსა და ტანაკას პრემია ერთობლივად მიენიჭათ დიდი ბიოლოგიური მოლეკულების ანალიზისთვის მას-სპექტომეტრიის გამოყენებისას იონიზაციის ტექნიკების განვითარებისთვის. ვიუტრიხმა პრემიის ნახევარი მსგავსი მოლეკულებიც ანალიზისთვის ბირთვული მაგნიტური რეზონანსული ტექნიკების განვითარებისთვის დაიმსახურა.[22] ფენისთვის პრემიის მინიჭების უმთავრესი მოტივი ელექტრული გამოსხივების იონიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილი გახდა, რის მეშვეობითაც მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით დიდი მოლეკულების ანალიზი გახდა შესაძლებელი.[23] ფენის სანობელო ლექციის სათაური იყო: „ელექტროგამოსხივების ფრთები მოლეკულური სპილოებისთვის“.[24] ქიმიკოსისთვის პრემია მოულოდნელი აღმოჩნდა, მისი თქმით, „ეს ლატარიის მოგებას ჰგავს, ჯერ კიდევ შოკში ვარ“.[25] დაჯილდოების დროს ფენი ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში მუშაობდა.[23]

ნობელის პრემიის მიღებამდე ფენს არაერთი ჯილდო გადაეცა. კარიერის დასაწყისში ქიმიკოსის კვლევები მოლეკულურ სხივებზე იყო ორიენტირებული, ამიტომაც 1977 წელს მოლეკულური სხივების საერთაშორისო სიმპოზიუმის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1985 წელს მოლეკულური სხივების საერთაშორისო სიმპოზიუმის წევრად.[23] 1982 წელს მეცნიერს ალექსანდრ ჰუმბოლდტის ფონდმა აშშ-ის უფროსი მეცნიერის ჯილდო გადასცა.[23]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში სწავლის მეორე წლის ბოლოს ფენი მარგარეტ უილსონზე დაქორწინდა.[21] მათ სამი შვილი: ორი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინათ.[26] ფენის მეუღლე 1992 წელს ახალ ზელანდიაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.ვ[21] ფენი ხელმეორედ დაქორწინდა. მეცნიერი 2010 წლის 10 დეკემბერს, რიჩმონდში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.[23]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #172085462 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. http://articles.latimes.com/2010/dec/14/local/la-me-john-fenn-20101214
  5. http://www.nytimes.com/2010/12/13/science/13fenn.html
  6. http://www.theguardian.com/science/2011/jan/13/john-fenn-obituary
  7. http://lifeinlegacy.com/Display.aspx?weekof=2010-12-11
  8. http://www.britannica.com/EBchecked/topic/891299/John-B-Fenn
  9. http://www.tandfonline.com/doi/pdf/10.1080/10408347.2013.810459
  10. http://groups.yahoo.com/neo/groups/khimiya/conversations/messages/2829
  11. http://news.yale.edu/2010/12/15/memoriam-john-b-fenn
  12. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1414090/
  13. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1449043/
  14. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3008431/
  15. LIBRIS — 2004.
  16. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/2002/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. Robinson, Carol V. (2011). "John Fenn (1917–2010) Chemist who enabled mass spectrometry to weigh up biology". Nature 469 (7330): 300. . PMID 21248828.
  19. Papers of John B. Fenn, 1948-2010 (bulk 1970-1990). „"Click on 'Fenn Papers Finding Aid 2014' for finding aid to archive."“ 
  20. Chemist with Kentucky roots wins Nobel“, The Courier-Journal, October 10, 2002, გვ. 4. წაკითხვის თარიღი: 12 March 2018.  თარგი:Open access
  21. 21.0 21.1 21.2 John B. Fenn - Autobiography. The Nobel Foundation. წაკითხვის თარიღი: April 2, 2011.
  22. 22.0 22.1 Press Release: The Nobel Prize in Chemistry 2002. The Nobel Foundation (October 9, 2002). წაკითხვის თარიღი: April 2, 2011.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 In Memoriam: John B. Fenn. Yale Daily Bulletin (December 15, 2010). წაკითხვის თარიღი: April 5, 2011.
  24. John B. Fenn Nobel Lecture. The Nobel Foundation. წაკითხვის თარიღი: April 5, 2011.
  25. For Nobelist educated at Yale, "It's like winning the lottery". Yale Medicine. დაარქივებულია ორიგინალიდან - July 20, 2011. წაკითხვის თარიღი: April 5, 2011.
  26. Wynne, Kenneth J.. “John Fenn“, April 2, 2011.