რიხარდ ზიგმონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რიხარდ ზიგმონდი
Richard Adolf Zsigmondy LOC.jpg
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1865(1865-04-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ვენა[8] [9] [10] [11]
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 1929(1929-09-23)[8] [1] [12] [2] [3] [4] [5] [6] (64 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი, გერმანია[8] [13] [14] [15]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Austria.svg ავსტრია[16] [17]
ეროვნება უნგრელები
საქმიანობა interface and colloid science
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და გრაცის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი
მამა Adolf Zsigmondy
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[18] [19] და ლაურა რ. ლეონარდის ჯილდო

რიხარდ ადოლფ ზიგმონდი (ინგლ. Richard Adolf Zsigmondy; დ. 1 აპრილი, 1865 — გ. 23 სექტემბერი, 1929) — ავსტრიელ-უნგრელი ქიმიკოსი. ცნობილია ნივთიერება კოლოიდის შესახებ ჩატარებული გამოკვლევებით, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომებით, 1925 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში. მთვარეზე ერთ-ერთ კრატერს, მის პატივსაცემად ეწოდა „ზიგმონდის კრატერი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიგმონდი დაიბადა ვენაში, ავსტრიის იმპერიაში. იყო უნგრელი ირმა სზაკმერის და პოეტის ადოლფ ზიგმონდის ვაჟი. ზიგმონდის ოჯახის წევრები იყვნენ ლუთერანები. მას შემდეგ რაც 1880 წელს ზიგმონდის მამა გარდაიცვალა, მის გაზრდაზე მთლიანი პასუხისმგებლობა დედამისმა აიღო. რიხარდი მის და-ძმებთან ერთად დაინტერესებული იყო მთამსვლელობით. მისი უფროსი ძმებიდან ოტო იყო კბილის ექიმი, ხოლო ემილი ფიზიკოსი. მისი უმცროსი ძმა კარლ ზიგმონდი, ვენაში იყო ერთ-ერთი ცნობილი მათემატიკოსი. რიხარდი სკოლაში დაინტერესებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებით, განსაკუთრებით კი ქიმიით და ფიზიკით, იგი სახლის ლაბორატორიაში ხშირად ატარებდა სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებს.

მან თავისი აკადემიური კარიერა მედიცინის ფაკულტეტზე ვენის უნივერსიტეტში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გადავიდა ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ მიუნხენის უნივერსიტეტში, სადაც მას სურდა რომ ქიმია ვილჰემ ვონ მილერის (1848-1899) მითითებით შეესწავლა. 1889 წელს, მიუნხენის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა დოქტორანტის წოდება.[20]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს რიხარდი დაქორწინდა ლორა ლუის მულერზე. წყვილს მოგვიანებით ეყოლა ორი ქალიშვილი, ანამარია და კეიტი. 1929 წელს გარდაიცვალა გეტინგემში, გერმანიაში.

იყო უნგრელი არქიტექტორის ფრიგეს შულეკის ბიძა, ხოლო მევიოლინის დენიზ ზიგმონდის ნათესავი.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Who Named It?
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLeksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 8.2 Зигмонди Рихард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. http://www.scientificlib.com/en/Chemistry/Biographies/RichardAdolfZsigmondy.html
  10. http://www.hunmagyar.org/tor/hcontrib.htm
  11. http://fizikaiszemle.hu/archivum/fsz9905/marx1.html
  12. http://www.britannica.com/EBchecked/topic/658211/Richard-Zsigmondy
  13. http://science.howstuffworks.com/dictionary/famous-scientists/chemists/richard-zsigmondy-info.htm
  14. http://www.aggdata.com/download_sample.php?file=nobel.csv
  15. http://www.normalesup.org/~adanchin/history/dates_1900.html
  16. http://www.britannica.com/EBchecked/topic/416856/Nobel-Prize/93434/The-prizes
  17. http://www.encyclopedia.com/topic/Richard_Zsigmondy.aspx
  18. The Nobel Prize in Chemistry 1925Nobel Foundation.
  19. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  20. Miller, W. V.; Rohde, G. (1889). „Zur Synthese von Indenderivaten“. Berichte der Deutschen Chemischen Gesellschaft. 22 (2): 1881–1886. doi:10.1002/cber.18890220227.