უილიამ ჯიოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უილიამ ჯიოკი
დაბ. თარიღი 12 მაისი 1895(1895-05-12)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Niagara Falls[6]
გარდ. თარიღი 28 მარტი 1982(1982-03-28)[1] [2] [3] [7] [4] [5] (86 წლის)
გარდ. ადგილი ბერკლი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
Flag of Canada.svg კანადა
სამეცნიერო სფერო ფიზიკური ქიმია
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[8] [9], ელიოტ კრესონის მედალი და უილარდ გიბსის ჯილდო

უილიამ ჯიოკი (ინგლ. William Giauque; დ. 12 მაისი, 1895 — გ. 28 მარტი, 1982) — ამერიკელი ქიმიკოსი. 1949 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მან თავისი განათლების და პროფესიული კარიერის უმეტესი დრო კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში გაატარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ ჯიოკი 1895 წლის 12 მაისს დაიბადა ონტარიოში, კანადაში.

ჯიოკის მშობლები იყვნენ ამერიკის მოქალაქეები. მას შემდეგ რაც უილიამი ოჯახთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა, მან სწავლა დაიწყო მიჩიგანის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. მამის გარდაცვალების შემდეგ, ჯიოკი ოჯახთან ერთად მშობლიურ ადგილას, ნიაგარაში დაბრუნდა.

1920 წელს, ქიმიაში „კალიფორნიის უნივერსიტეტისგან“ მიენიჭა ბაკალავრის წოდება, ხოლო 1922 წელს დოქტორანტის წოდება.

1932 წელს ჯიოკი დაქორწინდა მურიელ ფრანცეს ეშლიზე. მათ მოგვიანებით ეყოლათ ორი ვაჟი. უილიამ ჯიოკი გარდაიცვალა 1982 წლის 28 მარტს, ბერკლიში, კალიფორნიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]