ემილ ფიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემილ ფიშერი
Hermann Emil Fischer c1895.jpg
დაბ. თარიღი 9 ოქტომბერი 1852(1852-10-09)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Euskirchen
გარდ. თარიღი 15 ივლისი 1919(1919-07-15)[1] [2] (66 წელი)
გარდ. ადგილი ბერლინი, გერმანია[1]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო ქიმია
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ვიურცბურგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი
ჯილდოები ფარადეის ლექციის პრიზი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[4] [5], ელიოტ კრესონის მედალი, Pour le Mérite, ჰელმჰოლცის მედალი, კოთენიუსის მედალი და ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის

ემილ ჰერმან ფიშერი (დ. 9 ოქტომბერი, 1852, აისკირხენი — გ. 15 ივლისი, 1919, ბერლინი), გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წელს დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი. ადოლფ ბაიერის მოწაფე. მიუნხენის (1879 წლიდან), ერლანგენის (1882 წლიდან), ვიურცბურგისა (1855 წლიდან) და ბერლინის (1892-1919) უნივერსიტეტების პროფესორი. 1875 წლებში დაასინთეზა ფენილჰიდრაზინი, რომელსაც იყენებდა მონოსაქარიდებისა და სხვათა შესასწავლად. შეისწავლა პურინული ფუძეების აგებულება, რაც საფუძვლად დაედი ისეთი მნიშვნელოვანი ნაერთების სინთეზს, როგორიცაა კოფეინი, თეობრომინი, ადენინი, გუანინი (1897) და სხვა. 1903 წელს დაასინთეზა დიეთილბარბიტურმჟავა, 1890 წელს - შაქრები. 1894 წელს ფერმენტები გამოიყენა როგორც ბიოკატალიზატორები ქიმიური ნაერთების სინთეზისათვის. 1899 წელს დაიწყო მუშაობა ცილების ქიმიაში. მის მიერ შემუშავებული ამინმკავების ეთერული ანალიზის მეთოდის გამოყენებით ფიშერმა შეძლო ცილების დაშლის პროდუქტების შესწავლა. აღმოაჩინა ვალინი, პროლინი (1901) და სხვა. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1899). ნობელიის პრემია (1902).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]