ჯულიო ნატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯულიო ნატა
Giulio Natta Nobel.jpg
დაბ. თარიღი 26 თებერვალი 1903(1903-02-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი იმპერია[8]
გარდ. თარიღი 2 მაისი 1979(1979-05-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (76 წლის)
გარდ. ადგილი ბერგამო, იტალია
მოქალაქეობა Flag of Italy.svg იტალია
Flag of Italy (1861–1946).svg იტალიის სამეფო
სამეცნიერო სფერო ორგანული ქიმია
მუშაობის ადგილი მილანის ტექნიკური უნივერსიტეტი, საპიენცის უნივერსიტეტი, პავიის უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი და ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მილანის ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[9] [10], მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[11] და დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის
საიტი giulionatta.it

ჯულიო ნატა (იტალ. Giulio Natta; დ. 26 თებერვალი, 1903 — გ. 2 მაისი, 1979) — იტალიელი ქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი. 1963 წელს კარლ ზიგლერთან ერთად, მაღალ პოლიმერებზე მუშაობით მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. 1969 წელს მან ასევე მიიღო ლომონოსოვის ოქროს მედალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯულიო ნატა დაიბადა იტალიის ქალაქ იმპერიაში. 1924 წელს გახდა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 1927 წელს ჩააბარა გამოცდები, ხოლო 1933 წელს გახდა პროფესორი და პავიას უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, სადაც მუშაობდა 1935 წლამდე. ამ წელს დაინიშნა რომის უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის პროფესორის თანამდებობაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წლიდან 1938 წლამდე იყო ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. იგი მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა ზიგლერ-ნატას კატალიზატორის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც 1963 წელს კარლ ზიგლერთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს ჯულიო ნატა დაქორწინდა როზიტა ბიტიზე, წყვილს მოგვიანებით ეყოლა ორი შვილი. როზიტა გარდაიცვალა 1968 წელს.[12]

1956 წელს ნატას დაუდგინდა პარკინსონის დაავადება. 1963 წლისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ 1963 წელს ნობელის პრემიაზე სიტყვით გამოსვლისას მას მისი შვილის და რამდენიმე კოლეგის დახმარება დასჭირდა. გარდაიცვალა ბერგამოში, იტალიაში, 76 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 Munzinger-Archiv — 1913.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  7. 7.0 7.1 Academy of Sciences of Turin — 1757.
  8. Натта Джулио // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1963/
  10. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  11. Большая золотая медаль РАН имени М.В.Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
  12. "NATTA, Giulio" in Dizionario Biografico degli Italiani, Volume 78 (2013).