ოტო დილსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ოტო დილსი
გერმ. Otto Diels
Otto Paul Hermann Diels.jpg
დაბ. თარიღი 23 იანვარი 1876(1876-01-23)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ჰამბურგი, გერმანია[7]
გარდ. თარიღი 7 მარტი 1954(1954-03-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] (78 წლის)
გარდ. ადგილი კილი[7]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
საქმიანობა ქიმია
მუშაობის ადგილი კიელის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები კურტ ალდერი
მამა ჰერმან დილსი
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, ნობელის პრემია ქიმიაში[8] [9] და ადოლფ ფონ ბაიერის ოქროს მედალი

ოტო პოლ ჰერმან დილსი (გერმ. Otto Paul Hermann Diels; დ. 23 იანვარი, 1876 — გ. 7 მარტი, 1954) — გერმანელი ქიმიკოსი. 1950 წელს, გერმანელ ქიმიკოსთან კურტ ალდერთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. განათლება მიიღო ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც მოგვიანებით მუშაობაც დაიწყო. კიელის უნივერსიტეტში მუშაობისას გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი, იგი პენსიაზე გასვლამდე ამ უნივერსიტეტში იყო დასაქმებული.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიელსი 1876 წლის 23 იანვარსს დაიაბადა ჰამბურგში, გერმანიაში. ორი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში. ბერლინის უნივერსიტეტში სწავლამდე დადიოდა ბერლინის ერთ-ერთ გიმნაზიაში. ქიმია შეისწავლა გერმანელი ქიმიკოსის და ნობელის პრემიის ლაურეატის ემილ ფიშერის მეთვალყურეობის ქვეშ, სწავლა დაამთავრა 1899 წელს.

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლის დამთავრებისთანავე მიიღო სამუშაო შეთავაზება „ბერლინის უნივერსიტეტისგან“, ქიმიის სკოლაში. 1913 წელს გახდა ქიმიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი. მან ეს სამუშაო თანამდებობა 1915 წელს დატოვა და „კიელის უნივერსიტეტში“ დასაქმდა, უნივერსიტეტში კურტ ალდერთან ერთად შეიმუშავა „დილს-ალდერის რეაქცია“, რომლისთვისაც ორივე მათგანს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიაში. ეს ნამუშევარი მნიშვნელოვანი იყო სინთეზური რეზინის და პლასტიკური ნაერთების წარმოებისთვის.

დილსის და ალდერის მიერ აღმოჩენილი რეაქცია

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილსი 1909 წელს დაქორწინდა პაულა გეიერზე. წყვილს ეყოლა 5 შვილი, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი. მათი ორი შვილი მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. თავისუფალ დროს დილსი კითხულობდა, უსმენდა მუსიკას და მოგზაურობდა. გარდაიცვალა 1954 წლის 7 მარტს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 Munzinger-Archiv — 1913.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  5. 5.0 5.1 Proleksis enciklopedija — 2009.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLeksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. 7.0 7.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #116101474 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1950/
  9. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/