უილარდ ლიბი
უილარდ ლიბი | |
---|---|
ინგლ. Willard Libby | |
დაბ. თარიღი | 17 დეკემბერი 1908[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | გრანდ-ველი[10] |
გარდ. თარიღი | 8 სექტემბერი 1980[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, აშშ[11] |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ფიზიკური ქიმია |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი[10] და ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი[10] და პრინსტონის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Leona Woods |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[10] , ნობელის პრემია ქიმიაში[12] [13], ართურ ლუის დეის მედალი[14] , ელიოტ კრესონის მედალი, უილარდ გიბსის ჯილდო და ალბერტ აინშტაინის პრემია |
უილარდ ფრენკ ლიბი (ინგლ. Willard Frank Libby; დ. 17 დეკემბერი, 1908 — 8 სექტემბერი, 1980) — ამერიკელი ფიზიკოსი ქიმიკოსი. 1949 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რადიონახშირბადული დათარიღების აღმოჩენაში, ამ პროცესმა დიდი რევოლუცია მოახდინა არქეოლოგიასა და პალეონტოლოგიაში. 1960 წელს ამ პროცესის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში.
1931 წელს დაამთავრა კალიფორნიის უნვივერსიტეტი (ბერკლი), 1933 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მეორე მსოფლიო ომის დროს, კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე. ომის დასრულების შემდეგ, ლიბი გახდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის, ბირთვული კვლევების ინსტიტუტის პროფესორი, სადაც მან შეიმუშავა ორგანული ნაერთების დათარიღების ტექნიკა ნახშირბად 14-ის გამოყენებით. მან ასევე აღმოაჩინა, რომ ტრიტიუმიც მსგავსად შეიძლება გამოიყენებოდეს წყლის დათარიღებისთვის, მათ შორის ღვინოც. 1950 წელს გახდა ატომური ენერგიის კომისის გენერალურ მრჩეველთა კომიტეტის წევრი.
1959 წელს გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) ქიმიის პროფესორი, ამ პოზიციაზე იგი პენსიაზე გასვლამდე იმყოფებოდა. 1962 წელს იგი გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის სახელმწიფო გეოფიზიკისა და პლანეტარული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. მან გარემოსდაცვითი ინჟინერიის პირველი პროგრამა 1972 წელს დაიწყო, და როგორც კალიფორნიის საჰაერო რესურსების საბჭოს წევრი, იგი მუშაობდა კალიფორნიის ჰაერის დაბინძურების სტანდარტების შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Carey, Charles W. (2006). American scientists. New York: Facts on File. ISBN 978-0-8160-5499-2. OCLC 57414633.
- Greene, Benjamin P. (2007). Eisenhower, Science Advice, and the Nuclear Test-Ban Debate, 1945–1963. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 978-0-8047-5445-3. OCLC 65204949.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უილარდ ლიბი — ნობელის პრემიის საიტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
- ↑ 5.0 5.1 Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ GeneaStar
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 https://www.gf.org/fellows/all-fellows/willard-f-libby/
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #107570505 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1960 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ ამერიკის გეოლოგიური საზოგადოება — 1888.