დოროთი ჰოჯკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოროთი ჰოჯკინი
დოროთი ჰოჯკინი.jpg
დაბ. თარიღი 12 მაისი 1910(1910-05-12)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი კაირო, ეგვიპტე[4]
გარდ. თარიღი 29 ივლისი 1994(1994-07-29)[1] [2] [3] (84 წელი)
გარდ. ადგილი ილმინგტონი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფია და ბიოქიმია
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სამერვილის კოლეჯი[5] , ნიუნჰემის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი
მეუღლე ტომას ლიონელ ჰოჯკინი[5]
მამა John Winter Crowfoot[5]
დედა გრეის კროუფუტი[5]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[6] [7], ღირსების ორდენი, კოპლის მედალი[8] , მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, სამეფო მედალი, საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" და ზაგრების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

დოროთი ჰოჯკინი, აგრეთვე ცნობილი როგორც დოროთი კროუფუტ ჰოჯკინი (დ. 12 მაისი, 1910 - გ. 29 ივლისი, 1994) — ბრიტანელი ბიოქიმიკოსი, რომელმაც ცილის კრისტალოგრაფია შექმნა და ამისთვის 1964 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.[9][10][11][12][13][14]

ჰოჯკინმა გააუმჯობესა რენტგენოლოგიური კრიტალოგრაფია, მეთოდი, რომლითაც ბიომოლეკულების სამგანზომილებიანი განსაზღვრა ხდება. მის ყველაზე დიდ აღმოჩენად ითვლება პენიცილინის სტრუქტურის დადასტურება, რომელზეც იდეის დონეზე საუბრობდნენ ერნესტ ჩეინი და ედვარდ აბრამი. მეორე მისი ყველაზე ცნობილი აღმოჩენაა ვიტამინ B12-ის სტრუქტურის აღმოჩენა, რის საფუძველზეც ჰოჯკინი პირველი ქალი ნობელის პრიზიორი გახდა.

1969 წელს, 35 წლიანი მუშაობის შემდეგ ჰოჯკინმა გაშიფრა ინსულინის სტრუქტურა. რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფია ფართოდ გავრცელებული მეთოდი გახდა და არაერთი მოლეკულის სტრუქტურის გამოკვლევას დაუდო საფუძველი. ჰოჯკინი ბიომოლეკულების რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი იყო.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენიცილინის სტრუქტურა, რომელიც დოროთი ჰოჯკინმა 1945 წელს აღმოაჩინა.

დოროთი ჰოჯკინი დაიბადა ეგვიპტის ქალაქ კაიროში, არქეოლიგისა და მეცნიერის, ჯონ ვინტერ კროუფუტის (1873-1959) და გრეის კროუფუტის (1877–1957), ასევე არქეოლოგისა და ანტიკური ეგვიპტური ქსოვილების ექსპერტის ოჯახში. 1921 წელს შევიდა სერ ჯონ ლემან გრამერის უმაღლეს სკოლაში. ამ დროს ის ინგლისში იმყოფებოდა, მარტო და მშობლებისგან მოწყვეტილი, რომლებიც ეგვიპტეში აგრძლებდნენ მუშაობას. უმაღლესი განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ისწავლა კემბრიჯის ნიუჰემის კოლეჯში, მისი მასწავლებელი ჯონ ბერნალი[15] იყო. ცხოვრების ამ ეტაპზე ის ცნობილი გახდა რენტგენოლოგიური კრისტალოგრაფით ცილების სტრუქტურის დადგენაში, მასწავლებელთან ერთად ეს მეთოდი პირველად გამოიყენა პეპსინის სტრუქტურის შესასწავლად.[16]. 1933 წელს ის დაჯილდოვდა სამერვილის კოლეჯის სტიპენდიით, 1934 წელს დაბრუნდა ოქსფორდში. 1936 წელს კოლეჯში დაიწყო ქიმიის სწავლება და 1977 წლამდე მასწავლებლის პოსტი ეკავა. მისი ერთ-ერთი მოსწავლე იყო ბრიტანეთის მომავალი პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი.[17]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Papers of Dorothy Hodgkin at the Bodleian Library. Catalogues at [1] and [2].
  • Ferry, Georgina (1998). Dorothy Hodgkin A Life. London: Granta Books.
  • Dodson, Guy; Glusker, Jenny P.; Sayre, David (eds.) (1981). Structural Studies on Molecules of Biological Interest: A Volume in Honour of Professor Dorothy Hodgkin. Oxford: Clarendon Press.
  • Glusker, Jenny P. in Out of the Shadows – Contributions of 20th Century Women to Physics.
  • Wolfers, Michael (2007). Thomas Hodgkin – Wandering Scholar: A Biography. Monmouth: Merlin Press.
  • Hudson, Gill (1991). "Unfathering the Thinkable: Gender, Science and Pacificism in the 1930s". Science and Sensibility: Gender and Scientific Enquiry, 1780–1945, ed. Marina Benjamin, 264–286. Oxford: Blackwell.
  • Royal Society of Edinburgh obituary
  • Opfell, Olga S. (1978). Lady Laureates : Women Who Have Won the Nobel Prize. Metuchen, N.J & London: Scarecrow Press, გვ. 209–223. ISBN 0810811618. 
  • Dorothy Hodgkin tells her life story at Web of Stories (video)
  • CWP – Dorothy Hodgkin in a study of contributions of women to physics
სამეცნიერო პოსტები
წინამორბედი:
ჰენრი სომერსეტი
ბრისტოლის უნივერსიტეტის კანცლერი
1970–1988
შემდეგი:
ჯერემი მორსი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  4. Кроуфут-Ходжкин Дороти // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 13 : Конда — Кун. — С. 484.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 606. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  6. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1964/hodgkin-bio.html
  7. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  8. https://docs.google.com/spreadsheets/d/1dsunM9ukGLgaW3HdG9cvJ_QKd7pWjGI0qi_fCb1ROD4/pubhtml?gid=1336391689&single=true
  9. Dodson, Guy (2002). "Dorothy Mary Crowfoot Hodgkin, O.M. 12 May 1910 - 29 July 1994". Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society (London: Royal Society) 48 (0): 179–219. . ISSN 0080-4606.
  10. Glusker, J. P. (1994). "Dorothy Crowfoot Hodgkin (1910-1994)". Protein Science 3 (12): 2465–2469. . PMC 2142778. PMID 7757003. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2142778/.
  11. Glusker, J. P.; Adams, M. J. (1995). "Dorothy Crowfoot Hodgkin". Physics Today 48 (5): 80. Bibcode 1995PhT....48e..80G. .
  12. Johnson, L. N.; Phillips, D. (1994). "Professor Dorothy Hodgkin, OM, FRS". Nature Structural Biology 1 (9): 573–576. . PMID 7634095.
  13. Perutz, Max (1994). "Obituary: Dorothy Hodgkin (1910-94)". Nature 371 (6492): 20–20. Bibcode 1994Natur.371...20P. . PMID 7980814.
  14. Perutz, M. (2009). "Professor Dorothy Hodgkin". Quarterly Reviews of Biophysics 27 (4): 333–337. . PMID 7784539.
  15. Hodgkin, D. M. C. (1980). "John Desmond Bernal. 10 May 1901-15 September 1971". Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society 26: 16. .
  16. Dorothy Crowfoot Hodgkin, OM. წაკითხვის თარიღი: 2012-01-13.
  17. Young, Hugo (1989). One of us: a biography of Margaret Thatcher. London: Macmillan. ISBN 0-333-34439-1.