ჯენიფერ დუდნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯენიფერ დუდნა
Jennifer Doudna
Professor Jennifer Doudna ForMemRS.jpg
ჯენიფერ დუდნა 2016 წელს.
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1964
დაბ. ადგილი ვაშინგტონი, აშშ
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
სამეცნიერო სფერო ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი[1] , კალიფორნიის უნივერსიტეტი, ჰაუარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტი[1] და იელის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი[1] , პომონას კოლეჯი[1] და ჰარვარდის სამედიცინო სკოლა
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის[2] , Breakthrough Prize in Life Sciences[3] , დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[4] , Gruber Prize in Genetics[5] , პოლ ერლიხისა და ლუდვიგ დარმშტედტერის პრემია[6] , დიქსონის პრემია მედიცინაში[7] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია[8] , ჰენრი პიერ ჰაინეკენის პრემია ბიოქიმიასა და ბიოფიზიკაში[9] , მასრაის პრემია[10] , ტანის პრემია[11] , ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“[12] , BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო[13] , ალან ვატერმენის ჯილდო[14] , გაბაის პრემია[15] , Lurie Prize in Biomedical Sciences[16] , უორენ ალპერტის ფონდის პრემია[17] , კავლის პრემია ნანოტექნოლოგიის დარგში[18] , კრუნის სახელობის პრემია[19] , იაპონიის პრემია[20] , Pearl Meister Greengard Prize[21] , Mildred Cohn Award in Biological Chemistry[22] , NAS Award in Chemical Sciences[23] , Fellow of the AACR Academy[24] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] , ვოლფის პრემია მედიცინაში[25] , NAS Award for Initiatives in Research[1] , ჰარვის პრემია და ფრანკ ალბერტ კოტონის მედალი

ჯენიფერ ენ დუდნა (ინგლ. Jennifer Anne Doudna; დ. 19 თებერვალი, 1964, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი ბიოქიმიკოსი, გენომიკის მკვლევარი. 2012 წელს ფრანგ მიკრობიოლოგ ემანუელ შარპენტიესთან ერთად აღმოაჩინა დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულაში სპეციალური მექანიზმი — მოკლე პალინდრომული განმეორებები რეგულარულად განლაგებული ჯგუფებით (CRISPR-Cas9). ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელების უფრო ეფექტიანი და ტექნიკურად მარტივი გზაა, ვიდრე უფრო ადრე ცნობილი მეთოდები. CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით მეცნიერებს მიეცათ საშუალება დნმ-ს შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით მოეხდინათ ცხოველებში გენეტიკური დეფექტების კორეგირება და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ თანმიმდევრობების მოდიფიცრება. ამან, თავის მხრივ, გააჩინა ადამიანის სასქესო უჯრედების — სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის გენური სტრუქტურის შეცვლის შესაძლებლობა.[26]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენიფერ დუდნა 1964 წელს დაიბადა ვაშინგტონში. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ჰავაიზე გაატარა. 1985 წელს ქიმიის მიმართულებით დაამთავრა პომონას კოლეჯი კალიფორნიაში და სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო. იქ დუდნა ბიოქიმიკოს და გენეტიკოს ჯეკ შოსტაკთან (ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში, 2009) მუშაობდა და 1989 წელს დაასრულა დოქტურანტურა ბიოქიმიაში. დოქტურანტურის შემდგომი ეტაპი კოლორადოს უნივერსიტეტში გაიარა ტომას შეკის (ნობელის პრემია ქიმიაში, 1989) ხელმძღვანელობით და 1994 წელს იელის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. 1997 წლიდან დუდნა ასევე არის ცნობილი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, ჰოვარდ ჰიუს სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარი. 2002 წელს იელიდან გადავიდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პროფესორის პოზიცია მიიღო.[26] 2018 წლიდან არის გლადსტოუნის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი და სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.[27] დუდნას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება. დუდნა დაქორწინებულია ქიმიკოს ჯემი კეიტზე და ჰყავს ერთი ვაჟიშვილი.[28]

CRISPR-Cas9 სისტემის აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CRISPR-Cas9 კომპლექსი

კარიერის დასაწყისში დუდნა რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) მოლეკული სამგანზომილიანი სტრუქტურის დადგენაზე მუშაობდა, შემდეგ იკვლევდა ზოგიერთი მცირე ზომის რნმ-ის მიერ გენეტიკური ინფორმაციის კონტროლის საკითხს და დაინტერესდა დნმ მოლეკულის მოკლე პალინდრომული განმეორებებით (CRISPR). CRISPR ბაქტერიის და არქეების იმუნური სისტემის ნაწილია. ის წარმოიქმნება ამ მიკროორგანიზმებში შეჭრილი ვირუსის — ბაქტერიოფაგის რნმ ფრაგმენტებიდან, რომელიც ჩანერგილია მასპინძელი ორგანიზმის დნმ-ის მოლეკულის მოკლე მონაკვეთებს შორის სივრცეებში, ე.წ. სპეისერებში. ვირუსით ბაქტერიის განმეორებითი ინფიცირებისას სპეისერის დნმ გარდაიქმნება რნმ-ად. ფერმენტი Cas9 და რნმ მეორე მოლეკულა უკავშირდება ახალკოდირებულ რნმ-ს და ახდენს შემოჭრილი ვირუსის რნმ სტრუქტურის შესაბამისი თანმიმდევრობების იდენტიფიცირებას. ამის შემდეგ Cas9 არღვევს ვირუსული დნმ სტრუქტურას და ხელს უშლის ვირუსის გამრავლებას (რეპლიკაციას).[26] ეს მექანიზმი წააგავს ბაქტერიის მიერ ვირუსული დნმ-ის საკუთარ გენებში ფოტოებივით შენახვას. ეს „ფოტოები“ შემომტევი ვირუსის ამოსაცნობად გამოიყენება. თუკი დაბრუნებული თავდამსხმელის გენური სტრუქტურა შენახულ „ფოტოსურათს“ შეესაბამება, Cas9 ფერმენტები ვირუსის დნმ-ს შლის და უვნებელ ნაწილაკებად აქცევს.[29]

2012 წელს ჯენიფერ დუდნამ და ემანუელ შარპენტიემ აღმოაჩინეს, რომ შესაძლებელია რნმ-ის თანმიმდევრობების იმგვარად შეცვლა, რომ Cas9 ფერმენტები მიმართული იყოს დნმ-ის მოლეკულის ზუსტად განსაზღვრული უბნების დასაზიანებლად. ამ აღმოჩენას გენურ ინჟინერიაში გადატრიალების ეფექტი ჰქონდა. გაჩნდა ადამიანის დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების განვითარების შესაძლებლობა. თუმცა ადამიანში გენური ინჟინერიის გამოყენებასთან დაკავშირებული მორალური და ეთიკური პრობლემების გამო 2015 წელს დუდნამ დაიწყო მუშაობა ადამიანის გენომური რედაქტირების საკითხზე მორატორიუმის გამოცხადების მოწოდებით და თავის კოლეგებთან ერთად შეიმუშავა ადამიანის ჩანასახის გენომის მოდიფიცირების წინააღმდეგ საგანგებო ღონისძიებების ჩარჩო პრინციპები. მიუხედავად ამისა, იმავე წლის აპრილში ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით ადამიანის ემბრიონის გენომის მოდიფიცირების საკუთარი შედეგები.[26]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 Marino M. Biography of Jennifer A. Doudna. // Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. / M. Berenbaum[Washington, etc.]: National Academy of Sciences [etc.], 2004. — Vol. 101, Iss. 49. — P. 16987–16989. — ISSN 0027-8424; 1091-6490doi:10.1073/PNAS.0408147101
  2. http://www.fpa.es/es/premios-princesa-de-asturias/premiados/2015-emmanuelle-charpentier-y-jennifer-doudna.html?especifica=0
  3. https://breakthroughprize.org/Laureates/2
  4. https://www.pauljanssenaward.com/blogs/emmanuelle-charpentier-phd-and-jennifer-doudna-phd
  5. https://gruber.yale.edu/genetics/jennifer-doudna
  6. https://www.eurekalert.org/pub_releases/2016-03/guf-pea031416.php
  7. http://www.dicksonprize.pitt.edu/recipients/2016-doudna.php
  8. https://gairdner.org/award_winners/jennifer-doudna/
  9. https://www.knaw.nl/en/awards/heineken-prizes/jennifer-doudna
  10. https://hscnews.usc.edu/massry-winners-helped-launch-gene-editing-revolution/
  11. https://news.berkeley.edu/2016/06/20/taiwans-tang-prizes-awarded-to-doudna-rosenfeld/
  12. http://www.unesco.org/new/en/natural-sciences/priority-areas/gender-and-science/for-women-in-science-programme/2016-awards/
  13. https://www.frontiersofknowledgeawards-fbbva.es/galardonados/jennifer-doudna-2/
  14. https://www.nsf.gov/od/lpa/news/press/00/pr0019.htm
  15. https://www.brandeis.edu/now/2014/october/gabbay-award-2104.html
  16. https://fnih.org/news/press-releases/lurie-prize-in-the-biomedical-sciences-to-jennifer-doudna
  17. https://warrenalpert.org/prize-recipients/jennifer-doudna
  18. http://kavliprize.org/prizes-and-laureates/laureates/jennifer-doudna
  19. 19.0 19.1 https://royalsociety.org/people/jennifer-doudna-12860/
  20. https://news.berkeley.edu/story_jump/doudna-awarded-japan-prize-for-invention-of-crispr-gene-editing/
  21. https://www.genengnews.com/gen-exclusives/the-award-of-scientific-heroines-honors-dr-jennifer-doudna/77901156
  22. https://www.asbmb.org/asbmb-today/people/doudna-wins-new-mildred-cohn-award
  23. http://www.nasonline.org/programs/awards/chemical-sciences.html
  24. https://www.aacr.org/professionals/membership/aacr-academy/fellows/jennifer-a-doudna-phd/
  25. https://news.berkeley.edu/story_jump/jennifer-doudna-awarded-2020-wolf-prize-in-medicine/
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 Jennifer Doudna. Encyclopaedia Britannica. ნანახია 7 მარტი, 2020.
  27. Marino, M. (2004). "Biography of Jennifer A. Doudna". Proceedings of the National Academy of Sciences 101 (49): 16987–9. Bibcode 2004PNAS..10116987M. . PMC 535403. PMID 15574498. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC535403/.
  28. Russell, Sabin. Cracking the Code: Jennifer Doudna and Her Amazing Molecular Scissors. Cal Alumni Association (2014-12-08). ციტირების თარიღი: 7 მარტი 2020.
  29. კინქეიდი, ელი; ტინდერა, მიქელა. გენის ჰაკერები. «Forbes Georgia», 4 ივლისი, 2019.