ჰანს ფიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰანს ფიშერი
გერმ. Hans Fischer
Hans Fischer (Nobel).jpg
დაბ. თარიღი 27 ივლისი 1881(1881-07-27)[1] [2]
დაბ. ადგილი Höchst
გარდ. თარიღი 31 მარტი 1945(1945-03-31)[1] [2] (63 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი[3]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
Flag of the German Empire.svg გერმანიის იმპერია
Flag of Germany (3-2 aspect ratio).svg ვაიმარის რესპუბლიკა
Flag of Germany (1935–1945).svg მესამე რაიხი
სამეცნიერო სფერო ორგანული ქიმია და ბიოქიმია
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსბრუკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლოზანის უნივერსიტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[4] [5], ლიბიხის მედალი და დევის მედალი[6]

ჰანს ფიშერი (გერმ. Hans Fischer; დ. 27 ივლისი, 1881, ფრანკფურტი — გ. 31 მარტი 1945, მიუნხენი) — გერმანელი ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი. მედიცინის დოქტორი (1908 წ.). ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1930 წ.). პრემია მიენიჭა სისხლისა და მცენარეთა მღებავი ნივთიერების სტრუქტურისთვისა და ჰემინის სინთეზის კვლევისათვის[7]. გერმანიის ქიმიური საზოგადოების მიერ დაარსებული ლიბიხის მედლის ლაურეატი. ლონდონის სამეფო საზოგადოების მიერ დაარსებული დევის მედლის ლაურეატი. ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი სახელი ეწოდება კრატერს მთვარის მეორე მხარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანს ფიშერი დაიბადა 1881 წლის 27 ივლისს, ფრანკფურტში ოიგენ ფიშერისა და ანა ფიშერის (ქალიშვილობაში ჰერდეგენის) ოჯახში. შტუტგარტში დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ ვისბადენში ჰუმანიტარულ გიმნაზიაში მიიღო საშუალო განათლება. ჯერ ლოზანის უნივერსიტეტში შემდეგ კი მარბურგის უნივერსიტეტში შეისწავლა ქიმია და მედიცინა. 1904 წელს მიიღო ხარისხი ქიმიაში, ხოლო 1906 წელს მედიცინაში. 1908 წელს კი მოიპოვა მედიცინის დოქტორის წოდება.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანს ფიშერმა მუშაობა დაიწყო სამედიცინო კლინიკაში, მიუნხენში. ამის შემდეგ მან საქმიანობა ბერლინში განაგრძო, მაგრამ 1911 წელს ის კვლავ მიუნხენს დაუბრუნდა. 1913 წელს ფიზიოლოგიის ლექტორად დაიწყო მუშაობა, ხოლო 1916 წელს იგი გახდა პროფესორი სამედიცინო ქიმიის დარგში ინსბრუკის უნივერსიტეტში. 1918 წელს სწავლება ავსტრიაში, ვენაში განაგრძო. 1921 წლიდან, გარდაცვალებამდე იგი გახლდათ ორგანული ქიმიის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ფიშერის სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხებოდა სისხლის პიგმენტებს, ნაღველს, მცენარის შემადგენელ ქლოროფილს, მცენარეთა მღებავი ნივთიერების სტრუქტურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბილირუბენისა და ჰემინის სინთეზი. მან ქიმიისა და მედიცინისთვის გაწეული ღვაწლისთვის არაერთი ჯილდო მიიღო, მაგრამ პირველ ადგილზე ნობელის პრემია დგას, რომლითაც 1930 წელს დააჯილდოვეს.

გარდა ნობელის პრემიისა ჰანს ფიშერმა 1929 წელს მიიღო გერმანიის ქიმიური საზოგადოების მიერ დაარსებული ლიბიხის მედალი. 1937 წელს კი მიიღო ლონდონის სამეფო საზოგადოების მიერ დაარსებული დევის მედალი. ჰანს ფიშერი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

1976 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ფიშერის სახელი მიანიჭა კრატერს, რომელიც მდებარეობს მთვარის მეორე მხარეს (ემილ ფიშერთან ერთად).

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანს ფიშერმა 1935 წელს იქორწინა ვილტრუდ ჰაუფეზე. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 63 წლის ასაკში, 1945 წლის 31 მარტს. მისი ქმედება გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის დროს იმ კვლევებისა და ნაშრომების განადგურებამ, რომლებსაც ფიშერი მთელ ცხოვრებას უთმობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Heinrich Wieland (1950), "Hans Fischer und Otto Hönigschmid zum Gedächtniss", Angewandte Chemie 62 (1): 1–4,
  • Bickel, M H (2001), "[Henry E. Sigerist and Hans Fischer as pioneers of a medical history institute in Zurich]", Gesnerus 58 (3–4): 215–9, PMID 11810971
  • Stern, A J (1973), "Hans Fischer (1881–1945)", Ann. N. Y. Acad. Sci. 206 (1): 752–61, , PMID 4584221
  • Watson, C J (1965), "Reminiscences of Hans Fischer and his laboratory", Perspect. Biol. Med. 8 (4): 419–35, PMID 5323649
  • Kämmerer, H (1961), "Hans Fischer (1881–1945). A reminiscence on the 80th anniversary of his birth", Münchener Medizinische Wochenschrift (1950) 103: 2164–6, Nov 3, 1961, PMID 14036988

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]