შინაარსზე გადასვლა

უილიამ რამზაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ რამზაი
ინგლ. William Ramsay
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1852(1852-10-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი გლაზგო[11] [6] [8]
გარდ. თარიღი 23 ივლისი, 1916(1916-07-23)[1] [2] [3] [4] [5] [7] [9] (63 წლის)
გარდ. ადგილი ჰაი-უიკომი[11] [6]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ქიმიკოსი, პროფესორი, ისტორიკოსი[7] და არქეოლოგი[7]
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სტრატკლაიდის უნივერსიტეტი, ბრისტოლის უნივერსიტეტი და გლაზგოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი[12] , გლაზგოს უნივერსიტეტი[13] , გლაზგოს აკადემია და ტიუბინგენის უნივერსიტეტი[13]
მეუღლე Margaret Johnstone Marshall
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო საზოგადოების წევრი, აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი, ლეკონტეს პრემია, ნობელის პრემია ქიმიაში[14] [15] , ელიოტ კრესონის მედალი[16] , მატეუჩის მედალი, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანის მედალი[17] , დევის მედალი[18] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი, ორდენი „დამსახურებისათვის“, Longstaff Prize[19] და ბარნარდის მედალი სამეცნიერო დამსახურებისთვის[20]

სერ უილიამ რამზაი, რემზი (ინგლ. William Ramsay; დ. 2 ოქტომბერი, 1852, გლაზგო — გ. 23 ივლისი, 1916, ჰაი-უიკომი) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1913). ბრისტოლის უნივერსიტეტისა (1880) და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის (1887-1913) პროფესორი, რომლის პირველი შრომები მიეძღვნა მოლეკულურ ფიზიკას (იკვლევდა ბროუნის მოძრაობას, ნივთიერების კრიზისულ მდგომარეობას). განსაზღვრა თუთიის ატომური მასა (1884). დაასინთეზა პირიდინი აცეტილენისა და ციანწყალბადისაგან (1887). შექმნა ზედაპირული დაჭიმულობის სიდიდის მიხედვით მოლეკულური მასის განსაზღვრის მეთოდი (1893). ჯონ უილიამ რელეისთან ერთად აღმოაჩინა არგონი (1894). გამოყო ჰელიუმი (1895). მ. ტრევერზთან ერთად აღმოაჩინა კრიპტონი, ქსენონი და ნეონი (1898). ამ შრომებისათვის რამზაის მიანიჭეს ნობელის პრემია (1904). 1910 წელს გამოიგონა მიკროსასწორი (სიზუსტე 10-9). რამზაის უკანასკნელი შრომები მიეძღვნა ელემენტების რადიოაქტიურ გარდაქმნებს.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984.  გვ. 298.
  • პარკაძე ვ., მოზდოკელი ე., „ვილიამ რამზაი“ ː კრ. „ფიზიკოსების შესახებ“, ტ. IV, თბ., 1980, გვ. 140-143

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Watson K. D. Encyclopædia Britannica
  2. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 1 2 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. 1 2 3 www.accademiadellescienze.it
  7. 1 2 3 4 abART
  8. 1 2 Ramsay, Sir William // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 22.
  9. 1 2 Académie nationale de médecine
  10. Base biographiqueBIU Santé.
  11. 1 2 Рамзай Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. (unspecified title) / Tübingen University Archives
  13. 1 2 Курилов В. В. Рамзай, Вильям // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1899. — Т. XXVI. — С. 251–252.
  14. The Nobel Prize in Chemistry 1904Nobel Foundation.
  15. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  16. https://www.fi.edu/en/laureates/william-ramsay
  17. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/august-wilhelm-von-hofmann-commemorative-medal.html
  18. Award winners : Davy Medal
  19. https://www.rsc.org/prizes-funding/prizes/find-a-prize/longstaff-prize/previous-winners/
  20. https://www.nobelprize.org/prizes/chemistry/1904/ramsay/biographical/