ფრენსის არნოლდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრენსის არნოლდი
Frances Arnold 2012.png
Frances Arnold EM1B5928 (32361895088).jpg
დაბ. თარიღი 25 ივლისი 1956(1956-07-25) (62 წლის)
დაბ. ადგილი პიტსბურგი[1]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
სამეცნიერო სფერო ქიმიური ტექნოლოგია
მუშაობის ადგილი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი პრინსტონის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი
პარტნიორ(ებ)ი ენდრიუ ლანგე[2]
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[3]
მეუღლე ჯეი ბეილი
მამა უილიამ ჰაუარდ არნოლდი
ნათესავ(ებ)ი უილიამ ჰაუარდ არნოლდი
ჯილდოები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეროვნული მედალი[4] , ჩარლზ სტარკ დრეიპერის პრემია, Millennium Technology Prize[5] [6] , გარვან-ოლინის მედალი[7] , FASEB Excellence in Science Award, ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[8] , ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[9], Raymond and Beverly Sackler Prize in Convergence Research, Achievement Award, Fellow of the Royal Academy of Engineering, 100 ქალი[10] , Fellow of the American Institute for Medical and Biological Engineering, Bower Award and Prize for Achievement in Science[11] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და AAAS-ის წევრი
საიტი che.caltech.edu/faculty/arnold_f/index.html

ფრენსის არნოლდი (ინგლ. Frances Hamilton Arnold; დ. 25 ივლისი, 1956)[12] — ამერიკელი ქიმიკოსი ინჟინერი და ნობელის პრემიის ლაურეატი. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ქიმიური ინჟინერიის, ბიოინჟინერიისა და ბიოქიმიის პროფესორი. 2018 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში ფერმენტების ინჟინერიაში მიმართული ევოლუციის გამოყენების პიონერობისათვის.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის არნოლდი ჯოზეფნა ინმენისა და ბირთვული ფიზიკოსის, უილიამ ჰაუარდ არნოლდის ქალიშვილი და ლეიტენანტ-გენერალ უილიამ ჰაუარდ არნოლდის შვილიშვილია.[13] ის პიტსბურგის გარეუბან ედჯვუდსა და შეიდისაიდისა და სქუირელ ჰილის მახლობლად გაიზარდა. 1974 წელს ტეილორ ოლდერდისის სკოლა დაამთავრა.[14] სკოლაში ყოფნისას ავტოსტოპით ვაშინგტონში ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციაზე გაემგზავრა, რის შემდეგაც კოქტეილის მიმტანად და ადგილობრივი ჯაზ-კლუბის მძღოლად მუშაობდა.[15]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არნოლდი კალიფორნიაში, ლა კანადა ფლინტრიჯში ცხოვრობს. დაქორწინებული იყო ბიოქიმიური ინჟნერიის პიონერ ჯეი ედუარდ ბეილიზე, რომლისგანაც ერთი ვაჟი, ჯეიმსი შეეძინა. ქმარი 2001 წელს კიბოსგან გარდაიცვალა.[16][17] 2005 წელს არნოლდს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და 18 თვის განმავლობაში მკურნალობდა.[18][19]

შემდეგში არნოლდი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსზე, ენდრიუ ლანგეზე დაქორწინდა და ორი ვაჟი, უილიამი და ჯოზეფი შეეძინათ.[20] ლანგე 2010 წელს გარდაიცვალა, ხოლო მათი ერთ-ერთი ვაჟი, უილიამ ლანგე-არნოლდი 2016 წელს დაიღუპა.[17][21]

მეცნიერის ჰობებს შორისაა მოგზაურობა, სკუბა დაივინგი, თხილამურებით სრიალი და ლაშქრობა.[19]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არნოლდის კვლევები მრავალი საერთაშორისო ჯილდოთია აღიარებული, მათ შორის: 2018 წლის ნობელის პრემიით ქიმიის დარგში, ინჟინერიის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის დრეიპერის პრიზით 2011 წელს (არნოლდი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო) და ტექნოლოგიისა და ინოვაცის ეროვნული მედლით ასევე, 2011 წელს.[22] 2011 წელს არნოლდი ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 2014 წელს გამომგონებელთა ეროვნულ დიდების ხეივანში შეიყვანეს.[22] არნოლდი გახდა პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამივე ეროვნული აკადემიის: ინჟინერიის ეროვნული აკადემიის (2000), მედიცინის ეროვნული აკადემიისა (ადრე ცნობილი როგორც მედიცინის ინსტიტუტი; 2004) და მეცნიერების ეროვნული აკადემიის (2008) წევრად აირჩიეს.[22]

არნოლდი მეცნიერების წინსვლის ამერიკის ასოციაციის, მიკრობიოლოგიის ამერიკის აკადემიის, სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის ამერიკული ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს ინჟინერიის სამეფო აკადემიის საერთაშორისო წევრია.[23][24]

2016 წელს არნოლდი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ტექნოლოგიის ათასწლეულის პრიზი მიიღო მიმართული ევოლუციის პიონერობისთვის.

2018 წელს არნოლდს ნობელის პრემია გადაეცა ქიმიის დარგში. 117 წლის განმავლობაში ამ დარგში დაჯილდოებული მეცნიერებიდან არნოლდი მეხუთე ქალი და პირველი ქალი ამერიკელი ლაურეატია.[25][26] არნოლდმა ჯილდო 2 მეცნიერთან, გრეგორი უინტერთან და ჯორჯ სმიტთან გაიყო (ამ უკანასკნელთ პრემია ერთობლივად გადაეცათ).[27]არნოლდი პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პირველი ქალია, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა და ამ უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული, რომელსაც ჯილდო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ქიმია, ფიზიკა, ფსიქოლოგია და მედიცინა) დარგში გადაეცა.[28]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. YouTube — 2005.
  2. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია — 1863.
  3. http://www.che.caltech.edu/faculty/arnold_f/index.html
  4. https://www.nationalmedals.org/laureates
  5. https://phys.org/news/2016-05-biochemist-award-rewriting-dna-mimic.html
  6. https://taf.fi/millennium-technology-prize/winner-2016/
  7. https://www.acs.org/content/acs/en/funding-and-awards/awards/national/bytopic/francis-p-garvan-john-m-olin-medal.html
  8. https://www.invent.org/inductees/frances-arnold
  9. https://www.nobelprize.org/prizes/chemistry/2018/summary/
  10. https://www.bbc.com/news/world-46225037
  11. https://www.fi.edu/laureates/frances-h-arnold
  12. Frances H. Arnold. წაკითხვის თარიღი: 2018-10-03
  13. (September 26, 2017) Memorial Tributes. National Academies Press. DOI:10.17226/24773. ISBN 978-0-309-45928-0. 
  14. 'Her work is incredible': Pittsburgh native Frances Arnold shares Nobel Prize in chemistry“, Pittsburgh Post-Gazette, October 3, 2018. 
  15. Kharif, Olga. “Frances Arnold's Directed Evolution“, March 15, 2012. წაკითხვის თარიღი: September 1, 2012. 
  16. D. S. Clarke (2002) Biotechnology and Bioengineering vol 79, no 5, page 483 "In Appreciation:James E. Bailey, 1944–2001"
  17. 17.0 17.1 This Nobel winner lost a son and two husbands and survived cancer“, NBC News. (en-US) 
  18. Hamilton, Walter. “Frances Arnold: Career path of a Caltech scientist“, July 3, 2011. წაკითხვის თარიღი: September 1, 2012. 
  19. 19.0 19.1 Hamilton, Walter. “Frances Arnold: Career path of a Caltech scientist“, Los Angeles Times, 2011-07-03. (en-US) 
  20. Andrew E. Lange '80. Princeton Alumni Weekly (2016-01-21). წაკითხვის თარიღი: October 3, 2018.
  21. Board of Directors en. წაკითხვის თარიღი: 2018-10-08
  22. 22.0 22.1 22.2 Frances Arnold Wins 2018 Nobel Prize in Chemistry | Caltech“, The California Institute of Technology. (en) 
  23. Frances H. Arnold – Caltech Arnold Lab Reflections en. წაკითხვის თარიღი: 2018-10-04
  24. Pipa, Siobhan. “50 engineering leaders become Fellows of the Royal Academy of Engineering“, Royal Academy of Engineering, September 18, 2018. 
  25. Nobel Prize in Chemistry Honors Work That Demonstrates 'The Power of Evolution'“, NPR.org. (en) 
  26. Golgowski, Nina. “Frances Arnold Becomes First American Woman To Win Nobel Prize in Chemistry“, Huffington Post, 2018-10-03. (en-US) 
  27. The Nobel Prize in Chemistry 2018. The Royal Swedish Academy of Sciences. წაკითხვის თარიღი: October 3, 2018.
  28. Princeton engineering alumna Frances Arnold wins Nobel Prize in Chemistry“, Princeton University. (en)