არტური ილმარი ვირტანენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არტური ილმარი ვირტანენი
Virtanen.jpg
დაბ. თარიღი 15 იანვარი 1895(1895-01-15)[1] [2]
დაბ. ადგილი ჰელსინკი[3]
გარდ. თარიღი 11 ნოემბერი 1973(1973-11-11)[1] [2] (78 წლის)
გარდ. ადგილი ჰელსინკი[3]
მოქალაქეობა Flag of Finland.svg ფინეთი
სამეცნიერო სფერო ბიოქიმია
მუშაობის ადგილი Valio
ალმა-მატერი ჰელსინკის უნივერსიტეტი და Imperial Alexander University
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[4] [5]

არტური ილმარი ვირტანენი (ფინ. Artturi Ilmari Virtanen; დ. 15 იანვარი 1895, ჰელსინკი — გ. 11 ნოემბერი 1973, იქვე) — ფინელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში (1945 წელი). XX საუკუნის ყველაზე ცნობილი ფინელი ქიმიკოსი. პრემია მიენიჭა მიღწევებისათვის სოფლის მეურნეობისა და მკვებავი ნაერთების ქიმიაში, განსაკუთრებით საკვების კონსერვაციის მეთოდისათვის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტური ილმარი ვირტანენი დაიბადა გელსინგფორსეში (ახლანდელი ჰელსინკი) რკინიგზის მემანქანის ძალიან ღარიბ ოჯახში. არტუტის მშობლება სულ შვიდი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ოთხი მათგანი ბავშვობაში გარდაიცვალა (როგორც შემდეგ არტური თვლიდა ვიტამინი A-ს უკმარისობის გამო, რაც გამოიწვია ცხიმგამოცლილი იაფი რძის ყიდვამ). არტურის დაბადების შემდეგ ძალიან მალევე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვიბორგში.

ვიბორგის სკოლაში სწავლის დროს ვირტანენი ძალიან ბევრს კითხულობდა (ცნობილია, რომ იგი იყი ქალაქის ბიბლიოთეკის ყველაზე ერთგული მკითხველი), გარდა ამისა იგი დაინტერესდა ბოტანიკით (მის ჰერბარიუმში დაახლოებით 700 სახეობა იყო).

სწავლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს ვირტანენი შევიდა ჰელსინკის საიმპერატორო ალექსანდროვსკის უნივსერისტეტის ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე. შეისწავლა პრაქტიკულად თითქმის ყველა საგანი, რასაც ასწავლიდნენ ფაკულტეტზე, მათ შორის ყველაზე უკეთ ქიმია. როგორც თავად ამბობდა ქიმიამ გაიტაცა. არტურ ვირტანენმა უნივერსიტეტი 1916 წელს დაასრულა. 1917 წლის განმავლობაში მუშაობდა ჰელსინკის ცენტრალურ სამრეწველო ლაბორატორიაში, ხოლო შემდეგ დაუბრუნდა უნივერსიტეტს რათა მომზადებულიყო სადოქტორო დისერტაციისათვის.

ვირტანენმა დისერტაცია დაიცვა 1919 წელს, რის შემდეგაც ციურიხში განაგრძო განათლება ფიზიკურ ქიმიისა დარგში (1920 წელი), ხოლო სტოკჰოლმში ბაქტერიოლოგიის დარგში (1921 წელი).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლიდან მუშაობდა ფინეთის ყველის ქარხანა „ვალიოში“ ლაბორანტად, ხოლო 1921 წელს გახდა ამავე ლაბორატორიის დირექტორი. 1931 წელს ვირტანენი დაინიშნა ჰელსინკის ბიოქიმიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად და ამავდროულად გახდა ფინეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ბიოქიმიის პროფესორი.

1948 წელს გახდა ფინეთის მეცნირებისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტად.

1955 წლიდან პაპის მეცნიერებათა აკადემიის წევრია[6], 1969 წლიდან კი აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრია[7].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს არტური ილმარი ვირტანენი დაოჯახდა ლილი მოიზიოზე. მათ შეეძინათ ორი შვილი.

ნობელის პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირტანენი ნობელის პრემიის ლაურეატია. მას 1945 წელს პრემია მიენიჭა სოფლის მეურნეობისა და მკვებავი ნაერთების ქიმიაში მიღწევებისათვის, განსაკუთრებით საკვების კონსერვაციის მეთოდისათვის.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 წელს გამოშვებული საფოსტო მარკა ვირტანენის გამოსახულებით

ვირტანენი იყო ძალიან ნაყოფიერი მეცნიერი, მისი სამეცნიერო ნაშრომების რიცხვი 1 300-ს შეადგენდა. მისი მოსწავლეებიდან 44-მა ადამიანმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

არტური ილმარი ვირტანენის პატივისცემის ნიშნად მისი სახელი ეწოდა 1995 წელს შექმნილ კუოპიოს უნივერსიტეტის მოლეკულური კვლევის ინსტიტუტს.

ფინეთში გამოუშვეს საფსტო მარკა მისი გამოსახულებით.

ვირტანენის პატივისცემის ნიშნად 1979 წელს მისი სახელი უწოდეს კრატერს, რომელიც მთვარის მეორე მხარეს მდებარეობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • WH Brock (2001). "Virtanen, Artturi Ilmari". Encyclopedia of Life Sciences. .
  • Jorma K. Miettinen (1975). "Artturi Ilmari Virtanen". Plant and Soil 43 (1–3): 229–234. .
  • R. A. Kyle; M. A. Shampo (1981). "Artturi Ilmari Virtanen". Journal of the American Medical Association 246 (2): 150. . PMID 7017179.
  • Matti Kreula (1974). "In memoriam Artturi I. Virtanen 1895–1973". Zeitschrift für Ernährungswissenschaft 13 (1–2): 1–5. .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]