ვალთერ ნერნსტი
ვალტერ ფრიდრიხ ჰერმან ნერნსტი (დ. 25 ივნისი, 1864, ბრიზენი, ახლანდელი ვომბჟეზნო, პოლონეთი — გ. 18 ნოემბერი, 1941, ობერ-ციბელე, მუსკაუს მახლობლად, გერმანია) — გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, თანამედროვე ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1883-1887 წლებში სწავლობდა ციურიხის, ბერლინის, გრაცისა და ვიურვბურგის უნივერსიტებში. სპეციალიზაციას იღებდა ფიზიკაში ლუდვიგ ბოლცმანსა და ფ. კოლრაუშთან. სვანტე არენიუსის გავლენით გადაწყვიტა ემუშავა ფიზიკურ ქიმიაში. 1887 დაიწყო მუშაობა ლაიფციგის უნივერსიტეტში ვილჰელმ ოსტვალდის ასისტენტად. 1890 წლიდან გეტინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ხოლო 1891-დან პროფესორი; 1896 წელს უნივერსიტეტთან დააარსა ფიზიკა-ქიმიის ინსტიტუტი. 1902-1933 წლებში ბერლინის უნივერსიტეტის უნივერსიტეტი, იქვე 1905-1922 წლებში ქიმიის ინსტიტუტის, ხოლო 1924-1933 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი შრომები ეხება თერმოდინამიკას, ელექტროქიმიასა და ფიზიკურ ქიმიას, 188 ა. ეტინგსჰაუზენთან ერთად აღმოაჩინა ნერნსტ-ეტინგსჰაუზენის ეფექტი. 1888-1889 საფუძველი ჩაუყარა გალვანური ელემენტის ემძ-ის თეორიას. 1890 აღმოაჩინა ნერნსტის გამაწილების კანონი. 1894 დაამტკიცა, რომ გამხსნელის მადისოცირებელი უნარი მით უფრო მეტია, რაც მეტია მისი დიელექტრიკული შეღწევადობა და აღმოაჩინა ელექტროსტრიქციის მოვლენა.
ნერნსტმა ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლის თანახმად, სხეულის ენტროპიის ცვლილება ნულისაკენ მიისწრაფვის, თუ მისი ტემპერატურა მიისწრაფვის ნულისაკენ (ნერნსტის თეორემა). ეს პრინციპი არ გამომდინარეობს თერმოდინამიკის პირველი და მეორე საწყისებიდან და ხშირად მას თერმოდინამიკის მესამე საწყისს უწოდებენ. წონასწორული რეაქციის (N2+O2⇄2NO) შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა ატმოსფერული აზოტისაგან აზოტმჟავას საწარმოო მიღების ფიზიკო-ქიმიური საფუძვლები, ხოლო 1905-1907 სინთეზურად მიიღო ამიაკი. 1918 ახსნა ქლორისა და წყალბადის ურთიერთქმედების რეაქცია ჯაჭვური მექანიზმით.
ნერნსტმა შეადგინა თეორიული ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც მრავალჯერ გამოიცა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში. გამოაქვეყნა რამდენიმე შრომა კოსმოლოგიის ზოგად საკითხებზე. ნერნსტი იყო მრავალი მევიერებათა აკადემიის წევრი, მათ შორის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1927). მიენიჭა ნობელიის პრემია (1920).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 393.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Kormos-Buchwald D. L. Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 3 www.accademiadellescienze.it
- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #11858698X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1920 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 259.
- დაბადებული 25 ივნისი
- დაბადებული 1864
- გარდაცვლილი 18 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1941
- ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში
- ეროვნული გამომგონებლების დიდების დარბაზის წევრები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- გერმანელი ფიზიკოსები
- გერმანელი ქიმიკოსები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით
- გერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატები