შინაარსზე გადასვლა

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუსთაველის პრემია)

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (ყოფ. შოთა რუსთაველის სახელობის რესპუბლიკური პრემია) — საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომელიც დააარსა საქართველოს მინისტრთა საბჭომ 1965 წელს. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე განაცხადები მიიღება შემდეგ დარგებში: მხატვრული ლიტერატურა, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნება, არქიტექტურა, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება: ა) ხელოვნების დარგში — ლიტერატურის, მთარგმნელობითი და კვლევითი, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით;

ბ) მეცნიერების დარგში — მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.

პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო. ავტორთა კოლექტივისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, საპრემიო თანხა ნაწილდება თანაბრად. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 

წელილაურეატები
1965კონსტანტინე გამსახურდია, ლადო გუდიაშვილი
1966ირაკლი აბაშიძე, ელგუჯა ამაშუკელი
1967
1968
1969ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ანდრია ბალანჩივაძე
1970
1971ელენე ახვლედიანი, ვასო გოძიაშვილი, სერგო ზაქარიაძე, ალექსი მაჭავარიანი, გურამ პატარაია, არჩილ სულაკაური, ილიკო სუხიშვილი
1972
1973ვლადიმერ გრიგოლია, მურმან ლებანიძე, მაყვალა მრევლიშვილი, ნინო რამიშვილი
1974აკაკი ვასაძე
1975მერაბ ბერძენიშვილი, მირზა გელოვანი, ნოდარ დუმბაძე, ნიკოლოზ ზაბოლოცკი, ნიკო კეცხოველი, რევაზ ლაღიძე, შოთა ნიშნიანიძე
1976გურამ საღარაძე, გოგი ხარაბაძე, სერგო ქობულაძე
1977რევაზ ინანიშვილი, ჯანსუღ კახიძე, კორნელი სანაძე
1978სულხან ნასიძე
1979თენგიზ აბულაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ლომერ ახვლედიანი, იზა გიგოშვილი, ირაკლი ონოფრიშვილი, სოსო ჩხაიძე, ფრიდონ ხალვაში
1980
1981მერი დავითაშვილი, რევაზ თაბუკაშვილი, გივი თოიძე, მუშნი ლასურია, ჯუნა მიქატაძე, იოსებ ნონეშვილი, რობერტ სტურუა, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ყავლაშვილი, გია ყანჩელი, სულხან ცინცაძე, რამაზ ჩხიკვაძე
1982
1983სესილია თაყაიშვილი, ელისო ვირსალაძე, გურამ ქუთათელაძე, ოთარ ჭილაძე, რევაზ ჯაფარიძე
1984ოთარ თაქთაქიშვილი
1985ვახტანგ აბრამიშვილი, დოდო ალექსიძე, თენგიზ არჩვაძე, ანა კალანდაძე, ბიძინა კვერნაძე, გიგა ლორთქიფანიძე, გურამ მირიანაშვილი, ანზორ სალუქვაძე, ზურაბ ქაფიანიძე, გიორგი შენგელაია, ჯანსუღ ჩარკვიანი, კახი ხუციშვილი, ლევან ჯანდიერი
1986
1987ქეთევან კიკნაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ალექსანდრე მეჟიროვი, ცისანა ტატიშვილი, აკაკი შანიძე, ვახტანგ ცინცაძე, უჩა ჯაფარიძე
1988ანზორ ერქომაიშვილი, ჯუნა მიქატაძე
1989ბორის გაპონოვი
1990
1991
1992პაატა ბურჭულაძე, ტარიელ ჭანტურია, თამაზ ჭილაძე
1993ნინო ანანიაშვილი, უშანგი იმერლიშვილი
1994გრიგოლ აბაშიძე, ჭაბუა ამირეჯიბი
1995თეიმურაზ ბაბლუანი, ვახტანგ დავითაია, ნათელა იანქოშვილი, იოსებ კეჭაყმაძე, დავით მუქერია, გიზო ჟორდანია, თენგიზ სუხიშვილი, ალექსანდრე ხომერიკი
1996
1997
1998გივი გეგეჭკორი, ოთარ იოსელიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რევაზ მიშველაძე, ზურაბ სოტკილავა, ელდარ შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი
1999
2000[1]ლია სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ იგნატოვი, რევაზ გაბრიაძე, ვახტანგ ტაბლიაშვილი
2001
2002ბესიკ ხარანაული
2003მარინე იაშვილი, კოტე მახარაძე, ნანა ფაჩუაშვილი
2004
2005რეზო ესაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ბესიკ ხარანაული
2006დიმიტრი ერისთავი, რევაზ ჭოხონელიძე
2007
2008
2009იზა ორჯონიკიძე, ჯიბსონ ხუნდაძე
2010კახი კავსაძე, ილია II
2011ლადო ათანელი, ნოდარ გურაბანიძე, თამაზ კვაჭანტირაძე
2012ხატია ბუნიათიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი
2013მაგალი თოდუა, ქეთი მატაბელი, შალვა მოსიძე
2014
2015გივი ბერიკაშვილი
2016
2017
2018
2019
2020
2021[2]მაყვალა გონაშვილი, თეიმურაზ გოცაძე, ვახტანგ კახიძე, ომარ ნაფეტვარიძე, გიორგი ჯაფარიძე, რაულ ჩილაჩავა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]