მარია ანა ბავარიელი (1574-1616)
მარია ანა ბავარიელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Maria Anna von Bayern |
დაბადების თარიღი |
18 დეკემბერი 1574 მიუნხენი |
გარდაცვალების თარიღი |
8 მარტი 1616 გრაცი |
მეუღლე(ები) | ფერდინანდ II |
მშობლები |
მამა: ვილჰელმ V ბავარიელი დედა: რენატა ლოთარინგიელი |
მარია ანა ბავარიელი (გერმ. Maria Anna von Bayern; დ. 18 დეკემბერი, 1574, მიუნხენი — გ. 8 მარტი , 1616, გრაცი) — იმპერატორ ფერდინანდ II-ის პირველი ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა მარია ანა იყო ბავარიის ჰერცოგის, ვილჰელმ V-ის და რენატა ლოთარინგიელის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან ის იყო ბავარიის ჰერცოგის, ალბრეხტ V-ის და ანა ავსტრიელის შვილიშვილი, ხოლო დედის მხრიდან — ლოთარინგიის ჰერცოგის, ფრანცის I-ის და კრინსტინა დანიელის შვილიშვილი.
1600 წლის 23 აპრილს მარია ანა დაქორწინდა თავის მამიდაშვილზე, ფერდინანდზე. ამ ქორწინებამ უფრო გააძილერა ვიტელსბახების და ჰაბსბურგების კავშირი. მიუხედავად პოლიტიკური მოტივებისა, ქორწინება გამოდგა იღბლიანი. მარია ანა არ ერეოდა პოლიტიკურ საქმეებში და იქამდე გარდაიცვალა, სანამ ფერდინანდ II გახდებოდა უნგრეთის და ჩეხეთის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი. დაკრძალულია გრაცის მავზოლეუმში.
1622 წელს ფერდინანდ II დაქორწინდა პრინცესა ელეონორა გონძაგაზე.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერდინანდ II-ს და მარია ანა ბავარიელს შეეძინათ 7 შვილი:
- კრისტინა (1601)
- კარლი (1603)
- იოჰან კარლი ( დ. 1605 — გ. 1619)
- ფერდინანდ III ( დ. 1608 — გ. 1657) — საღვთო რომის იმპერატორი.
- მარია ანა ( დ. 1610 — გ. 1665) — ბავარიის კურფიურსტის, მაქსიმილიან I-ის ცოლი.
- სესილია რენატა ( დ. 1611 — გ. 1644) — პოლონეთის მეფე ვლადისლავ IV-ის მეუღლე.
- ლეოპოლდ ვილჰელმი ( დ. 1614 — გ. 1662) — ტევოტნთა ორდენის 46-ე დიდი მაგისტრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hellmut Andics: Die Frauen der Habsburger. Heyne, München 1997
- Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern. Piper, 2007
|