იოზეფ I (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოზეფ I

იოზეფ I (დ. 26 ივლისი, 1678 - გ. 17 აპრილი, 1711) — საღვთო რომის იმპერატორი 1705-1711 წლებში. ის იყო იმპერატორ ლეოპოლდ I-ის უფროსი შვილი პირველი ცოლის, ელეონორ მაგდალენისაგან. იოსეფს ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში, 1687 წელს მიანიჭეს უნგრეთის მეფის ტიტული, ხოლო რუმინეთის მეფის - 11 წლის ასაკში 1690 წელს. მან მიიღო საიმპერატორო ტახტი მას შემდეგ რაც მისი მამა გარდაიცვალა. იოზეფმა განაგრძო მამის მიერ დაწყებული ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომი, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ის წინააღმდეგ და უშედეგოდ ცდილობდა ესპანეთის ტახტზე დაესვა თავისი უმცროსი ძმა კარლი (შემდგომში საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI). ამ პერიოდში, მან თავისი გამარჯვებების წყალობით ავსტრიის გავლენის ქვეშ მოაქცია იტალიის ტერიტორია. იოზეფს ასევე გაუჭიანურდა უნგრელთა ამბოხის ჩახშობა, რომელიც წაქეზებული იყო საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის მიერ. ეს პრობლემა ვერც მისი უდროო სიკვდილის შემდეგ ვერ მოაგვარეს მისმა მემკვიდრეებმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]