ფილიპ ვილჰელმი (პფალცის კურფიურსტი)
ფილიპ ვილჰელმი | |
---|---|
გერმ. Philipp Wilhelm | |
![]() | |
![]() ![]() | |
მმართ. დასაწყისი: | 1653 |
მმართ. დასასრული: | 1679 |
წინამორბედი: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
![]() | |
მმართ. დასაწყისი: | 1653 |
მმართ. დასასრული: | 1690 |
წინამორბედი: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
![]() | |
მმართ. დასაწყისი: | 1685 |
მმართ. დასასრული: | 1690 |
წინამორბედი: | კარლ II |
მემკვიდრე: | იოჰან ვილჰელმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ნოემბერი, 1615 |
გარდ. თარიღი: | 2 სექტემბერი, 1690 |
გარდ. ადგილი: | ვენა |
მეუღლე: | ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ვოლფგანგ ვილჰელმი |
დედა: | მაგდალენა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიკე |
ფილიპ ვილჰელმი (გერმ. Philipp Wilhelm, დ.24 ნოემბერი, 1615, ნოიბურგის ციხესიმაგრე — გ. 2 სექტემბერი, 1690, ვენა) — ნოიბურგის პფალცგრაფი 1653-1690 წლებში, იულიხ-ბერგის ჰერცოგი 1653-1679 წლებში, კურპფალცის მმართველი 1685-1690 წლებში. ნოიბურგის პფალცგრაფ ვოლფგანგ ვილჰელმისა და მაგდალენა ბავარიელის ერთადერთი შვილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1685 წელს, თავისი პროტესტანტი ბიძაშვილის, პფალცის კურფიურსტ კარლ II-ის გარდაცვალების შემდეგ, საკურფიურსტო ფილიპმა ჩაიბარა. რადგანაც თვითონ კათოლიკე იყო, პფალცმა შეიცვალა ოფიციალური რელიგია.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპ ვილჰელმი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო ანა კატარინა ვაზა (1619—1651), პოლონეთის მეფის, სიგიზმუნდ III-ის ქალიშვილი. 1645 წელს ანა კატარინას და პფალცის კურფიურსტს შეეძინათ ერთადერთი შვილი, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
1653 წელს ფილიპი დაქორწინდა ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელზე (1635—1709), გეორგ II-ის ქალიშვილზე. წყვილს 17 შვილი შეეძინა, ხოლო მათგან დღეგრძელნი აღმოჩნდნენ:
- ელეონორა მაგდალენა (1655—1720), 1676 წელს გათხოვდა იმპერატორ ლეოპოლდ I-ზე;
- იოჰან ვილჰელმი (1658—1716), პფალცის კურფიურსტი 1690—1716;
- ვოლფგანგ გეორგი (1659—1683);
- ლუდვიგ ანტონი (1660—1694), ვორმსის ეპისკოპოსი 1693—1694 წლებში;
- კარლ ფილიპი (1661—1742), პფალცის კურფიურსტი 1716—1742 წლებში;
- ალექსანდრ სიგიზმუნდი (1663—1737), აუგსბურგის მთავარ-ეპისკოპოსი 1691—1737;
- ფრანც ლუდვიგი (1664—1732), არქიეპისკოპოსი და ტრირისა და მაინცის პფალცგრაფი 1716—1729 წლებში;
- ფრიდრიხ ვილჰელმი (1665—1689), იმპერატორის არმიის გენერალი;
- მარია სოფია (1666—1699), 1687 წელს გათხოვდა პორტუგალიის მეფე პედრუ II-ზე;
- მარია ანა (1667—1740), 1690 წელს გათხოვდა ესპანეთის მეფე კარლ II-ზე;
- ფილიპ ვილჰელმი (1668—1693), 1690 წელს დაქორწინდა მარია ანა ფონ საქსენ-ლაიენბურგზე;
- დოროთეა სოფია (1670—1748), 1690 წელს გათხოვდა პარმის ჰერცოგ ოდოარდო ფარნეზეზე, იზაბელა ფარნეზეს დედა;
- ჰედვიგა ელიზაბეტა (1673—1722), 1691 წელს გათხოვდა იაკუბ ჰედვიგ ფონ სობეზე;
- ლეოპოლდინა ელეონორა (1679—1693).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰერცოგი ფილიპ ვილჰელმი[მკვდარი ბმული] გემანულ ენაზე.