ჟუან V (პორტუგალია)
ჟუან V | |
---|---|
João V «o Magnânimo» | |
პორტუგალიის 24-ე მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 9 დეკემბერი 1706 |
მმართ. დასასრული: | 31 ივლისი, 1750 |
წინამორბედი: | პედრუ II |
მემკვიდრე: | ჟუზე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ოქტომბერი, 1689 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
გარდ. თარიღი: | 31 ივლისი, 1750 |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: | მარია ანა ავსტრიელი |
შვილები: |
ბარბარა, ესპანეთის დედოფალი პედრუ, ბრაზილიის პრინცი ჟუზე I, პორტუგალიის მეფე პედრუ III, პორტუგალიის მეფე |
დინასტია: | ბრაგანსის დინასტია |
მამა: | პედრუ II |
დედა: | მარია სოფია ნოიბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟუან V (პორტ. João V o Magnânimo; დ. 22 ოქტომბერი, 1689, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 31 ივლისი, 1750, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის 24-ე მეფე ბრაგანსის დინასტიიდან 1706–1750 წლებში. ჟუან IV-ის შვილიშვილი და პედრუ II-ის ვაჟი.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისთან კავშირის დამყარებით ებრძოდა საფრანგეთს ესპანური მემკვიდრეობისათვის. 1717 წელს რომის პაპის კლემენტ XI-ის მოთხოვნით გააგზავნა ესკადრილიაა თურქების წინააღმდეგ, აღნიშნულ საზღვაო ბრძოლაში მონაწილეობა მიიღეს სხვა ქრისტიანულმა ქვეყნებმაც. ბრძოლა მოხდასაბერძნეთის კონცხ მატაპანისთან.
მფარველობდა ხელოვნებასა და მეცნიერებას. მისი ინიციატივით 1720 წელს დაარსდა პორტუგალიის ისტორიის აკადემია.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იქორწინა საღვთო რომის იმპერატორის ლეოპოლდ I-ის შვილზე მარია ანა ავსტრიელზე, რომელთანაც შეეძინა 6 შვილი.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მეფე დაუძლურებამდე მიიყვანა ავადმყოფობამ და მელანქოლიამ. გარდაიცვალა 1750 წლის 31 ივლისს. სამეფო ტახტი ჩაიბარა მისმა უფროსმა შვილმა ჟუზე I-მა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eduardo Brasão, «Relações Exteriores de Portugal: Reinado de D. João V», vols, I-III, Porto, 1938.
|