ფერდინანდ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფერდინანდ III (სრი))
ფერდინანდ III
საღვთო რომის იმპერატორი და გერმანიის მეფე
კორონაცია: 18 ნოემბერი 7
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი 1637
მმართ. დასასრული: 2 აპრილი 1657
წინამორბედი: ფერდინანდ II შტირიელი
მემკვიდრე: ლეოპოლდ I
ავსტრიის ერცჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 15 თებერვალი 1537
მმართ. დასასრული: 2 აპრილი 1657
წინამორბედი: ფერდინანდ III
მემკვიდრე: ლეოპოლდ VI
უნგრეთისა და ხორვატიის მეფე
კორონაცია: 8 დეკემბერი 1625, სოპრონი
მმართ. დასაწყისი: 8 დეკემბერი 1625
მმართ. დასასრული: 2 აპრილი 1657
წინამორბედი: ფერდინანდ II შტირიელი
მემკვიდრე: ლეოპოლდ I
ბოჰემიის მეფე
კორონაცია: 21 ნოემბერი 1627, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 21 ნოემბერი 1627
მმართ. დასასრული: 2 აპრილი 1657
წინამორბედი: ფერდინანდ II შტირიელი
მემკვიდრე: ლეოპოლდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ივლისი 1608
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 2 აპრილი 1657 (48 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: 1. მარია ანა ესპანელი
(ქ. 1631 - გარ. 1646)
2. მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
(ქ. 1648 - გარ. 1649)
3. ელეონორა მანტუელი
3. (ქ. 1651)
შვილები: 1. ფერდინანდ IV, უნგრეთის მეფე
2. მარიანა, ესპანეთის დედოფალი
3. ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
4. კარლ იოზეფი, ტევტონთა მაგისტრი
5. ელეონორა, პოლონეთის დედოფალი
6. მარია ანა იოზეფა, პფალცის კურფიურსტი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფერდინანდ III (დ. 13 ივლისი 1608 — გ. 2 აპრილი 1657) — 1637 წლის 15 თებერვლიდან საღვთო რომის იმპერატორი; აგრეთვე უნგრეთისა და ხორვატიის მეფე, ბოჰემიის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდი დაიბადა გრაცში 1608 წელს. ის იყო ფერდინანდ II-ის უფროსი ვაჟი. მან იეზუიტებისგან მიიღო განათლება და უკვე 1621 წელს გახდა ავსტრიის ერცჰერცოგი; 1625 წელს უნგრეთის მეფე და 1627 წელს ბოჰემიის მეფე.

1627 წელს ფერდინანდმა გაიფართოვა ძალაუფლება, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და სამხედრო დადგენილებები მხოლოდ მონარქის პრეროგატივა გახდა; ასევე, მემამულეებს ჩამოერთვათ უფლება გაეზარდათ თავიანთი არმია და ეს ძალაუფლება ერთპიროვნულად იმპერატორის ხელში მოექცა.

1636 წელს ფერდინანდმა მიიღო რომაელთა (გერმანიის, კათოლიკეთა) მეფის ტიტული, რომლის შემდეგაც, 1637 წელს გახდა ფერდინანდ II-ის მემკვიდრე იმპერიის ტახტზე. ის იმედოვნებდა, რომ მალე დაასრულებდა ოცდაათწლიან ომს, თუმცა ის კიდევ 11 წელს გაგრძელდა და დასრულდა 1648 წელს ვესტფალიის ზავით.

1656 წელს ფერდინანდმა გაგზავნა არმია იტალიაში, ესპანეთის მხარდასაჭერად საფრანგეთის წინააღმდეგ. ასევე, პოლონეთთან გააფორმა ალიანსი შვედეთის მეფის კარლ X-ის წინააღმდეგ, თუმცა მალევე, 1657 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა. მის შემდეგ საღვთო რომის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი გახდა მისი ვაჟი, ლეოპოლდ I.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ III კარგად ცნობილი, როგორც მუსიკოსთა და კომპოზიტორთა მფარველი. ის სწავლობდა მუსიკას ჯოვანი ვალენტინის დახმარებით, რომელმაც შემდგომ ანდერძით მთელი თავისი მუსიკალური ნამუშევრები იმპერატორს დაუტოვა. მას ასევე მჭიდრო კავშირები ჰქონდა იოჰან იაკობ ფრობერგერთან, რომელიც XVII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი იყო.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი მამა დედა სამშობლო დაიბადა გარდაიცვალა ქორწინების

თარიღი

მარია ანა

ჰაბსბურგი

ფილიპე III,

ესპანეთისა

და

პორტუგალიის

მეფე

მარგარეტ

ავსტრიელი

ესპანეთი 18

აგვისტო

1606

13 მაისი

1646

(39 წლის)

20

თებერვალი

1631

მარია

ლეოპოლდინა

ჰაბსბურგი

ლეოპოლდ V,

ტიროლიის

გრაფი

კლაუდია

დე მედიჩი

ავსტრია 6

აპრილი

1632

7 აგვისტო

1649

(17 წლის)

2 ივლისი

1648

ელეონორა მანტუელი კარლო II,

ნევერის

ჰერცოგი

მარია

გონძაგა

იტალია 18

ნოემბერი

1630

6 დეკემბერი

1686

(56 წლის)

30 აპრილი

1651

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა წოდება მეუღლე
შვილები მარია ანა ესპანელისგან:
ფერდინანდ

IV

8

სექტემბერი

1633

9 ივლისი

1654

(20 წლის)

უნგრეთის,

ხორვატიის

და

გერმანიის

მეფე

არ ჰყავდა
მარიანა 24

დეკემბერი

1634

16 მაისი

1696

(61 წლის)

ესპანეთის

დედოფალი

ფილიპე IV
ფილიპ

ავგუსტი

15 ივლისი

1637

22 ივნისი

1639

(2 წლის)

მაქსიმილიან

თომასი

21

დეკემბერი

1638

5 მაისი

1639

(4 თვის)

ლეოპოლდ I 9 ივნისი

1640

5 მაისი

1705

(64 წლის)

საღვთო

რომის

იმპერატორი

  1. მარგარიტა ტერეზა
  2. კლაუდია ფელიჩიტა
  3. ელეონორ მაგდალინა
მარია 13 მაისი 1646
შვილები მარია ლეოპოლდინა ავსტრიელისგან:
კარლ

იოზეფი

7

აგვისტო

1649

27 იანვარი

1664

(14 წლის)

ტევტონთა

ორდენის

დიდი

მაგისტრი

შვილები ელეონორა მანტუელისგან:
ტერეზია

მარია იოზეფა

27 მარტი

1652

26 ივლისი

1653

(1 წლის)

ელეონორა 21 მაისი

1653

17

დეკემბერი

1697

(44 წლის)

რეჩ-პოსპოლიტას

დედოფალი და

ლოთარინგიის

ჰერცოგინია

  1. მიხეილ I
  2. შარლ V
მარია ანა

იოზეფა

30

დეკემბერი

1654

14 აპრილი

1689

(34 წლის)

კურპფალცის

კურფიურსტი

იოჰან ვილჰელმ II
ფერდინანდ

იოზეფი

11

თებერვალი

1657

16 ივნისი

1658

(1 წლის)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Konrad Repgen: "Ferdinand III.", in: Anton Schindling; Walter Ziegler (Hrsg.): Die Kaiser der Neuzeit. 1519–1918. Heiliges Römisches Reich, Österreich, Deutschland. C.H. Beck, München (1990), S. 142–168.
  • Brigitte Vacha (Hrsg.): Die Habsburger. Eine europäische Familiengeschichte. Wien (1992), S. 220–228.
  • Walter Kalina: Ferdinand III. und die bildende Kunst. Ein Beitrag zur Kulturgeschichte des 17. Jahrhunderts, Dissertation Universität Wien (2003).
  • Richard Reifenscheid: "Kaiser Ferdinand III.", in: Gerhard Hartmann; Karl Schnith (Hrsg.): Die deutschen Kaiser. 1200 Jahre europäische Geschichte, Wiesbaden (2006), S. 551–557.
  • Mark Hengerer: Kaiser Ferdinand III. (1608-1657). Vom Krieg zum Frieden, Böhlau Verlag, Wien (2008). ISBN 3-205-77765-4 bzw. ISBN 978-3-205-77765-6
  • Lothar Höbelt: Ferdinand III. Friedenskaiser wider Willen. Ares Verlag, Graz 2008 ISBN 978-3-90247-556-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]