ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი
ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი
ლიბერიის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი 1848 – 7 იანვარი, 1856
წინამორბედი თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე სტეფან ალენ ბენსონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1872 – 3 იანვარი, 1876
ვიცე-პრეზიდენტი   ენტონი გარდინერი
წინამორბედი ჯეიმზ სკივირინგ სმიტი
მემკვიდრე ჯეიმზ-სპრინგს პაინე

დაბადებული 5 მარტი, 1809
ნორფოლკი, აშშ
გარდაცვლილი 24 თებერვალი, 1876
მონროვია, ლიბერია
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია

ჯოზეფ ჯენკინს რობერტსი (დ. 5 მარტი, 1809, ნორფოლკი, აშშ — გ. 24 თებერვალი, 1876, მონროვია, ლიბერია) — ლიბერიის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პირველი (1848-1856 წწ. და მეშვიდე (1872-1876 წწ.) პრეზიდენტი.

დაიბადა ვირჯინიაში, აშშ. 1829 წელს მისი ოჯახი გადასახლდა ლიბერიაში, მონროვიაში გახსნეს მაღაზია. მისი უშუალო მონაწილეობით 1847 წელს ლიბერიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1848 წელს კი აირჩიეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტად. 1856 წელს გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ 1871 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და გაიმარჯვა კიდეც. ქვეყნის სათავეში დარჩა 1876 წელს, თუმცა ავადმყოფობის გამო შრომისუუნარო იყო 1875 წლიდან. 1876 წელს მანდატის ამოწურვიდან ერთ თვეში გარდაიცვალა.

ლიბერიის მთავარ აეროპორტს მისი პატივისცემის ნიშნად ეწოდება რობერტს-ფილდი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]